პრიმაბალერინა ირმა ნიორაძე ,,ცეკვავენ ვარსკვლავების” ფინალს არა მხოლოდ ჟიურის წევრის სტატუსით დაესწრო, არამედ პარკეტზეც წარდგა და მაყურებელს დაუვიწყარი ცეკვა ,,სუხიშვილებთან” ერთად შესთავაზა. ცეკვა ყარაჩოღელი პრიმაბალერინას აქამდეც შეუსრულებია ანსამბლის წევრებთან ერთად, ერთ-ერთ კონცერტზე და გადაწყვიტა, რომ სწორედ ამ პერფორმანსით წარდმგარიყო “იმედის” მაყურებლის წინაშე.
ირმა ნიორაძის შესრულებას დიდი ოვაციები მოჰყვა მაყურებლის მხრიდან.