LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: კადიროვმა პოლკი „ჩრდილოეთი-ახმატი“ დაკომპლექტებულად გამოაცხადა და ამბობს, რომ NATO-ს ქვეყნების იოლად აღებაც შეუძლიათ

275
რამზან კადიროვი

ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა, რამზან კადიროვმა „რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან შექმნილი სპეციალური დანიშნულების პოლკი ჩრდილოეთი-ახმატი“ დაკომპლექტებულად გამოაცხადა.

როგორც კადიროვი საკუთარ Telegram არხზე წერს, პოლკის შემადგენლობაში არიან მეომრები, რომლებმაც საბრძოლო გამოცდილება სირიასა და უკრაინაში მიიღეს.

„ჩვენ ისევ მზად ვართ ბრძანების შესაბამისად წინ წავიდეთ, იოლად ავიღოთ კიევი და ნატოს ქვეყნები. ნამდვილ ბრძოლებში გამობრძმედილ ჩვენს ქვედანაყოფებს წინააღმდეგობას  მსოფლიოს ვერანაირი არმია ვერ გაუწევს“, – აცხადებს კადიროვი.

ჩეჩნეთის ლიდერი პოლკის ვიდეოსაც აქვეყნებს და  აღნიშნავს, რომ მათი სიძლიერე „დასავლეთს ჯერ კიდევ არ ესმის.“

მისივე თქმით, დღეს რუსეთის გარდა არავის შეუძლია წინააღმდეგობა გაუწიოს იმ „ჯოჯოხეთურ სისაძაგლეს, რომელსაც დასავლეთი ავრცელებს“ და მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანება იქნება საკმარისი იმისთვის, რომ „გააცამტვერონ დასავლეთის სახელმწიფოების ცრუ-დემოკრატიული, ფსევდოლიბერალური და სამხედრო-ბარბაროსული კამპანია.“