LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ლელა მებურიშვილი ლონდონიდან: „საბედნიეროდ, მოვხვდით იმ ადგილას, სადაც დედოფალი და სამეფო კარის წევრები შედიან ხოლმე… სამეფო დოღზე იმიტომ წავედი, რომ დედოფალი მენახა…“

219
ლელა მებურიშვილი მთავარზე

ლელა მებურიშვილი ლონდონიდან, სადაც ამჟამად ოჯახთან ერთად ცხოვრობს, „იმედის დღეს“ ჩაერთო და დედოფლის გარდაცვალების შემდგომ შექმნილ გარემოზე ისაუბრა:

„აქ მართლაც ძალიან იგრძნობა დედოფლის გარდაცვალება, რაღაცნაირი უცნაური სიჩუმეა, ბუკინგემის სასახლესთან ყოველთვის ხალხმრავლობა და ჟრიამული იყო, რადგან ტურისტები პირველად ყოველთვის აქ მოდიოდნენ. ძალიან ბევრი ხალხია აქ, სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან, ყვავილებს ტოვებენ, დელეგაციებია, აკონტროლებენ, რომ ბევრი ხალხი არ გაჩერდეს… ბევრი თვალცრემლიანი ადამიანია აქ.

დედოფალი სამწუხაროდ, წელს არ ესწრებოდა სამეფო დოღს. ჩემი ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ პირადად მენახა და დოღზე წასვლის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. იგრძნობოდა მისი დიდი სიყვარული ამ ღონისძიების მიმართ და განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევდა მას.

ჩვენ სამეფო დოღზე სპეციალური მიწვევა მივიღეთ. ეს ღონისძიება იყოფა ნაწილებად. სხვადასხვა შესასვლელია გათვალისწინებული და სხვადასხვა მოსაწვევი. სადაც ჩვენ ვიყავით, საბედნიეროდ, მოვხვდით იმ ადგილას, სადაც დედოფალი და სამეფო კარის წევრები შედიან ხოლმე…“

„თვალები…უფსკერო“ – ლელა მებურიშვილის შთამბეჭდავმა ფოტოებმა გამომწერები აღაფრთოვანა

„უსაყვარლესი ღიმილი“ – ლელა მებურიშვილი იტალიაში მოგზაურობის ულამაზეს ვიდეოს აზიარებს

„თეთრი ქვედაბოლო და სალათისფერი ზედა“ – ლელა მებურიშვილის დახვეწილი იმიჯი – ფოტოები მილანიდან

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები