LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: მალე საჰაერო სივრცეში ეკოლოგიური თვითმფრინავი გამოჩნდება, რომელსაც წყალბადის ძრავა ექნება

174
AirbusZEROe-Blended-Wing-Body-Concept

Zero – ასე ერქმევა ინოვაციურ, მსოფლიოში პირველ წყალბადის ძრავიან სამგზავრო თვითმფრინავს, რომელსაც ავიაინდუსტრიის ევროპული გიგანტი „ეარბასი“ გამოუშვებს. ეკოლოგიურად სუფთა ავიახომალდი გარემოს მავნე აირით არ დააბინძურებს და ის მსოფლიოს ცაზე 2035 წელს გამოჩნდება.

აღსანიშნავია, რომ Zero-ს სამი მოდელი „ეარბასმა“ 21 სექტემბერს წარადგინა. სამივე მოდელი განსხვავებულია, მაგრამ მათ ერთი რამ აერთიანებთ – წყალბადის ძრავა, რომელიც ნახშიროჟანგს არ გამოყოფს.

„კორონავირუსის კრიზისმა დაგვანახა, რომ დღეს პრიორიტეტი მხოლოდ უსაფრთხოება კი არ არის, არამედ ჯანმრთელობა და ჯანსაღი გარემოც. ამიტომ, უბრალოდ ვალდებულებას კი არ ვიღებთ, პირობას ვაძლევთ საკუთარ თავს, რომ ბაზარზე გამოვიტანთ პროდუქტს, რომელიც გარემოში გამონაბოლქვს საერთოდ არ გაუშვებს. დიახ, ჩვენ გვსურს პირველებმა მოვკიდოთ ხელი ასეთ რევოლუციურ პროდუქტს“,- აცხადებს გრაცია ვიტადინი, „ეარბასის“ აღმასრულებელი კომიტეტის წევრი.

აღსანიშნავია, რომ ავიაინდუსტრია მსოფლიოში ცნობილია როგორც ეკოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე მავნე ტრანსპორტი. „ეარბასი“ სწორედ ამ ვითარების შეცვლას ცდილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები