LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “მასტერკლასი” – ნანუკა ჟორჟოლიანი მაჟორიტარად მასწავლებელმა წარადგინა – ნანუკას ემოციური მიმართვა

6129
BeFunky-collage (3)

“ძალა ერთობაშიამ” დღეს ხონის- ვანის-სამტრედიისა და წყალტუბოს ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნანუკა ჟორჟოლიანი წარადგინა.
ნანუკა ჟორჟოლიანი მაჟორიტარად საკუთარმა მასწავლებელმა წარადგინა, შემდეგ კი შეკრებილებს სიტყვით თავად ნანუკამ მიმართა:

“მე მინდა პარლამენტში წარმოგადგენდეთ თქვენ, თითოეულ თქვენგანს. ადამიანებს, რომლებიც მოხვედით, რომლებიც ვერ მოხვედით, რომლებიც შიშობდით, რომლებიც არ შიშობდით, ყველას. მნიშვნელობა არ აქვს თქვენს პოლიტიკურ კუთვნილებას, მე მინდა ვიყო ყველას იმედი და მე მინდა ყველა დარწმუნებული იყოთ იმაში, როდესაც თითოეულ თქვენგანს პრობლემა ექნება, მე გავჩნდები იქ სადაც დამინახავს და დამიძახებს თითოეული თქვენგანი.

მე, ნანუკა ჟორჟოლიანი ვდებ საჯარო პირობას მთელი ქვეყნის წინაშე, რომ არ მნახავთ 4 წელიწადში ერთხელ, რომ თქვენთან ვიქნები მაშინ, როცა თქვენ დაგჭირდებათ.

მე ნანუკა ჟორჟოლიანი ვდებ საჯარო პირობას, რომ არ დავიღლები თქვენი პრობლემების მოგვარებით, რაც უფრო მეტად სასოწარკვეთილი და ცუდად იქნებით, არ დამეზარება იმდენჯერ ჩამოსვლა, რამდენჯერაც დაგჭირდებათ თქვენ: ხონელებს, ვანელებს, სამტრედიელებს და წყალტუბოელებს და ყველაფერს გავაკეთებ თქვენი შვილებისთვის და მე, ნანუკა ჟორჟოლიანი საჯარო პირობას ვდებ, რომ არასოდეს არ ვიკითხავ ვისიანი ხარ, ვიკითხავ, რა გიჭირთ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ აღარ გიჭირდეთ” – მიმართა ნანუკამ საზოგადოებას.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები