LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “მინდოდა მისთვის მეცეკვა…ის ყველაზე კარგად მიხვდებოდა ჩემს სულიერ მდგომარეობას” – თეა დარჩია პატრიარქზე

116
BeFunky-collage (69)

ქორეოგრაფი თეა დარჩია “ტვ პირველის” შუადღის გადაცემის რუბრიკაში “პასუხები” პატრიარქთან დაკავშირებულ ცეკვაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ უდიდესი სურვილი ჰქონდა ილია მეორესთვის ცეკვა მიეძღვნა.

როგორც თეა დარჩია განმარტავს, პატრიარქი ყველაზე კარგად მიხვდებოდა მის სულიერ მდგომარეობას.

“ისტერიკა გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ მე ცეკვა პატრიარქს მივუძღვენი. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ვგრძნობდი რასაც განიცდიდა. ამბიციური ნათქვამია ეს მაგრამ, როდესაც ადამიანები ლოცულობენ იმათი ფიქრები ერთმანეთს ემთხვევა. რატომღაც მინდოდა, რომ მისთვის მეცეკვა. მიხვდებოდა რასაც ვგრძნობდი მისთვის. ის პრეტენზია მქონდა, რომ ის ყველაზე კარგად მიხვდებოდა ჩემს სულიერ და ფიზიკურ მდგომარეობას. შეიძლება არ უნდა მეთქვა, ძალიან გულწრფელი ვიყავი იმ მომენტში და ახლა ვნანობ. არის რაღაცები, რაც ბოლომდე არ უნდა თქვა”, – საუბრობს თეა დარჩია.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე ხნის წინ თეა დარჩია დედამთილი გახდა.

მისმა ვაჟმა, მირიან მათიაშვილმა ჯვარი დაიწერა და ცოლად უსაყვარლესი გოგონა, ელიჩკა ბარამიძე შეირთო.

ამავე თემაზე:

ვიდეო: „აი ასე გამოიყურება ბედნიერება“… თეა დარჩიას შვილმა ცოლი მოიყვანა – ულამაზესი კადრები ქორწილიდან

ვიდეო: თეა დარჩიას შვილი, მირიან მათიაშვილი დაქორწინდა – რა კადრები ვრცელდება ქორწილიდან

ვიდეო: თეა დარჩიას შვილი მარიამ მათიაშვილი მამასთან ერთად ძმის ქორწილში ცეკვავს: „მადლობა ღმერთს, რომ ჩემი მამიკო ხარ…“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები