LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნახეთ ელექტროავტობუსები, რომლებიც შემოდგომიდან ბათუმის ქუჩებში გამოჩნდება

111
2117762341

შემოდგომიდან ბათუმის ქუჩებში ელექტროავტობუსები გამოჩნდება. ბათუმი საქართველოში პირველი ქალაქი იქნება, სადაც ელექტროავტობუსები იმოძრავებს.

„ეს არის პირველი ელექტროავტობუსი, რომელიც ჩვენი ქალაქისთვის აიწყო და ბათუმის ქუჩებში შემოდგომიდან გამოჩნდება. ბათუმი საქართველოში პირველი ქალაქი იქნება, სადაც ელექტროავტობუსები იმოძრავებს. ჩვენი მიზანია გამართული მუნიციპალური სატრანსპორტო სისტემის მოწყობა და ამავდროულად, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება. ავტოპარკის განახლებაზე მუშაობა ახლაც მიმდინარეობს. ეტაპობრივად მივყვებით ამ მიმართულებით პროექტების განხორციელებას, რაც ჩვენი ქალაქის მომავალზე პოზიტიურად აისახება“, – აცხადებს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე.

ცნობისთვის, 8 ახალი თეთრი ფერის ელექტროავტობუსი, რომლის სიგრძეც 9.5 მეტრს შეადგენს, გათვლილია 70 მგზავრზე. ახალი ელექტროავტობუსები არის თანამედროვე სტანდარტების, ადაპტირებული შშმ პირთათვის.

https://www.facebook.com/KomakhidzeLasha/videos/279932673082538/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები