LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნიკოლოზ წულუკიძე შეხვდა ტარიელ ხარხელაურს, რომელთანაც საერთო ტკივილი აკავშირებს: „ჩემი შვილის ფოტო მაქვს, ვკოცნი და ისე მივდივარ დასაძინებლად…“

7790
ნიკა და ტარიელი მთავარზე

ნიკოლოზ წულუკიძე პოეტ ტარიელ ხარხელაურს ესტუმრა. „საერთო ტკივილმა დაგვანათესავა, განსაკუთრებულად ვემზადები და მიხარია მასთან შეხვედრა“, აღნიშნა ტელესახემ ინტერვიუს დაწყებამდე. შეგახსენებთ, რომ ტარიელ ხარხელაურს ასევე გამოცდილი აქვს შვილის გარდაცვალების ტკივილი…

„როცა ეს მოხდა ჩემს თავს, ლანა ღოღობერიძემ მომწერა წერილი, ბევრმა და თქვენი ლექსი, რომლის წაკითხვაც სულ მინდოდა – იქ ასეთი ფრაზაა: „ტკივილით მიწის მკბეჩელო“. ამ წინადადებამ უცებ ჩემს მდგომარეობას სახელი დაარქვა“, აღნიშნა ნიკოლოზმა მწერალთან საუბრის დასაწყისში.

„დღესაც ბურუსში ვარ, განმარტოვდები და ფიქრები წაგიღებს…  ჩემი შვილის ფოტო მაქვს, ვკოცნი და ისე მივდივარ დასაძინებლად…“

ტარიელ ხარხელაურმა ის ლექსი წაიკითხა, რომელიც ნიკოლოზს ტრაგედიის შემდეგ დაუწერა:

„არ გკად­რებ, არ გა­გამ­ხნე­ვებ,
არც სიმ­შვი­დეს გთხოვ სუ­ლი­სას,
შენს თავს შენ უნდა უწამ­ლო
– წა­მალს სხვას ნუ სთხოვ წყლუ­ლი­სას,
ბინ­დის­ფე­რო­ბამ სოფ­ლი­სამ
დღე მრა­ვალს გა­და­უ­ნის­ლა,
მეც ამ ტკი­ვილ­მა და­მიდ­ნო
თხე­ლი კედ­ლე­ბი გუ­ლი­სა,
დამ­ლია წუ­თი­სო­ფელ­მა,
ამ­ღვრე­ვამ სიყ­ვა­რუ­ლი­სამ…
მოვ­თქვამ, ასეთ­მა ამინდმა
ლა­მის ჭკუ­ი­დან შემ­შა­ლოს,
გად­მო­დი, მოვ­თქვამ ძილ­ში­აც –
ცრემ­ლო! თვა­ლებ­თან შემშრა­ლო,
ერ­თსა გთხოვ მამა-შვი­ლუ­რად –
მზე მაგ გულ­ში არ შეც­ვა­ლო!
მტერს ლაღი უნდა ეგო­ნო –
ტკი­ვი­ლით მი­წის მკბე­ჩა­ვო…
დრო სიმ­ღე­რას გთხოვს? იმ­ღე­რე!
ჯავ­რმა არ გა­გა­ბე­ჩა­ვოს.
შვი­ლო! ჭრე­ლია სა­წუთ­რო,
ზნეს არ და­იგ­დებს თა­ვი­სას,
ბევ­რჯერ აგიშ­ლის გო­ნე­ბას
ჩქა­მი სუ­ლე­თის კა­რი­სა,
ბევ­რჯერ ცრემ­ლე­ბით დაჰ­ხვდე­ბი
ცაზე გად­მოს­ვლას მთვა­რი­სას,
ბევ­რჯერ აჰ­ხე­დავ ეჭ­ვი­თა ზნეს
უფ­ლის სა­მარ­თა­ლი­სას…
უნდა იბ­რძო­ლო!
სიკ­ვდილ­თან შეკ­ვრა არ გმარ­თებს ზა­ვი­სა,
არცა გთხოვ გვერ­დის აქ­ცე­ვას
მთი­დან მომ­სკდა­რი ზვა­ვი­სას,
ცრემ­ლის­თვის ღამე და­ზო­გე –

დღე რომ აბ­ჯა­რი აის­ხა!..“

“ნიკა შვილო, თუ ვინმეს ამ ტკივილის რაიმე გაეგება, ერთ-ერთი მე ვარ, ეს ლექსი შენს გასამხნევებლად არ დამიწერია…” – ტარიელ ხარხეულაური ნიკოლოზ წულუკიძეს

მინდა როგორღაც გითხრა, რომ … ცხოვრება გრძელდება, შენ ვერ ჩაიკეტები საკუთარ ტკივილში – ლანა ღოღობერიძე ნიკა წულუკიძეს მიმართავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები