LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნინო კასრაძის სამი რჩეული წიგნი, რომლებიც შვილებს აუცილებლად უნდა წააკითხოთ

921
ninokasradzenewsgst

“იმედის” შაბათ-კვირის დილის გადაცემას მსახიობი ნინო კასრაძე სტუმრობდა. ბასა ჯანიკაშვილთან ის მიწვევით წიგნებზე სასუბროდ იმყოფებოდა. როგორც მსახიობმა აღნიშნა, თავადაც დედაა და გიორგი შაქარშვილის ამბავმა მასზე განსაკუთრებულად იმოქმედა, ამიტომაც გადაწყვიტა, სამი ისეთი წიგნი შეერჩია მაყურებლისთვის, რომლებიც, მისი აზრით, მშობლებმა შვილებს აუცილებლად უნდა წააკითხონ.

“ჩვენს შვილებს უნდა ვაჩვენოთ, რომ ეს რეალობა არ არის აბსოლუტი. კიდევ არსებობს ისეთი რამ, რასაც აღწერს პროსპერ მერიმე “მატეო ფალკონეში”, ან აკაკი წერეთელი “გამზრდელში”. და ბოლოს და ბოლოს არსებობს დოსტოევსკის “დანაშაული და სასჯელი”. ვერ იქნები ბედნიერი…. ჯოჯოხეთის ყველას ეშინია, მაგრამ მიწაზე ჯოჯოხეთი – ამაზე უარესი არაფერია”, აღნიშნა მსახიობმა. მისი თქმით, რატომღაც დღევანდელი საზოგადოება სულ დაცვაზეა გადასული და არავის უნდა საკუთარი დანაშაულის აღიარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები