LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: პარლამენტში გავიარე და სუნი იყო მოსაწევის… ჩვენ არ ვიყავით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში მე დამბრალდებოდა და ვახოს ვეუბნებოდი, მოდი ბარემ ჩვენც მოვწიოთ-მეთქი: იაგო ხვიჩია

1942
იაგო ხვიჩია

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, ერთხელ, როდესაც პარლამენტში იმყოფებოდა, „მოსაწევის“ სუნი იგრძნო. მისივე თქმით, მას არ მოუწევია, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ „ნებისმიერ შემთხვევაში მას დაბრალდებოდა“, ვახო მეგრელიშვილს მოწევა შესთავაზა.

„პარლამენტში ამასწინათ გავიარე და სუნი იყო მოსაწევის. ჩვენ არ ვიყავით, მაგრამ მივხვდი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მე დამბრალდებოდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა რა იქნებოდა და მერე ვახოს ვეუბნებოდი, მოდი ბარემ ჩვენც მოვწიოთ და შესაბამისად, მომიწევია პარლამენტის შენობაში. ჩემს გარეშეც ეწეოდა ხალხი, სუნი ვიგრძენი“, – თქვა იაგო ხვიჩიამ „ტვ პირველის“ ეთერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები