LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმასთან დაკავშირებით Deloitte-ის ექსპერტებმა საქართველოს პირველი პრეზენტაცია წარუდგინეს

105
104698941-1714584175346146-8888230581747279696-o

საქართველოს მთავრობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარების გეგმაზე მუშაობას ექსპერტებთან განაგრძობს. დღეს Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობის ეკონომიკურ გუნდს პირველადი პრეზენტაცია წარუდგინეს, რომელიც ფისკალური, მონეტარული და სექტორული ეკონომიკური პოლიტიკის ანალიზსა და საერთაშორისო კონსულტანტების რეკომენდაციებს მოიცავდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ექსპერტებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მხრიდან გატარებულ ღონისძიებებს ანტიკრიზისული და სექტორული მხარდაჭერის მიმართულებებით. შეხვედრა ვიდეოკონფერენციის ფორმატში ჩატარდა და მას პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და პრემიერის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში.

“საერთაშორისო კონსულტანტებმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართული შეხვედრისას აღნიშნეს, რომ საქართველოს ხელისუფლების თითოეული ნაბიჯი პანდემიის დროს ემყარებოდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და გამოცდილებას. ექსპერტების თქმით, მოქალაქეების მხარდაჭერის მიზნით განხორციელებული ყველა ქმედება იყო სწრაფი და დროული. შეხვედრისას, აღინიშნა, რომ დღეს, როდესაც მსოფლიო ახალი რეალობის წინაშეა და საუბარია ბიზნესების დივერსიფიკაციაზე, საქართველოს აქვს კარგი შესაძლებლობები, როგორც მიღწევების, ისე საერთაშორისო რეიტინგების გათვალისწინებით, რომ გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი საინვესტიციო პლატფორმა” – განმარტავენ მთავრობის ადმინისტრაციაში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრის განმარტებით, დღეს ექსპერტებთან განიხილეს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების სამი ძირითადი ბლოკი. ივანე მაჭავარიანის თქმით, საერთაშორისო  დონის ექსპერტებმა, მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს მთავრობის მიერ საკონპენსაციო პაკეტებს, რომელიც მთავრობამ ანტიკრიზისულ გეგმაში ასახა.

საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრა უწოდა კონფერენციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს კარგი შანსი გახდეს კიდევ უფრო მიმზიდველი საინვესტიციო პლატფორმის სახით.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე საქართველოს მთავრობა აშშ-ის განვითარების სააგენტოს და გაერო-ს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, რამდენიმე სამუშაო ჯგუფის ფორმატში მუშაობს, მათ შორისაა: Deloitte-ის ნიუ-იორკის ოფისის ეკონომიკური ექსპერტები, კემბრიჯისა და ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორები და ქართველი ექსპერტები.

 

https://www.facebook.com/GeorgianGovernment/videos/609305533025439/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები