ლანდშაფტები, სადაც მთელი დღე შეგიძლიათ ჩაიკარგოთ – ეს კოლხეთის ეროვნული პარკია, ადგილი, რომელსაც ამაზონის ჯუნგლებს ადარებენ.

კოლხეთის ეროვნული პარკი, თავისი მნიშვნელობით, საერთაშორისო ყურადღებას იქცევს. ის, UNESCO-ს ბუნებრივ მემკვიდრეობად ნომინირებული უბანია.

მათ, ვისაც ტბაზე ან მდინარეზე გასეირნება გსურთ, კოლხეთის ეროვნულ პარკში პონტონის, კაიაკის, კატერის სანაოსნო ტურები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელოდებათ.

აღმოაჩინე კოლხეთის ეროვნული პარკი

🌴 კოლხეთის ეროვნული პარკი – ადგილი, რომელსაც ამაზონის ჯუნგლებს ადარებენ🌄 ლანდშაფტები, სადაც მთელი დღე შეგიძლიათ ჩაიკარგოთ🏆 კოლხეთის ეროვნული პარკი, თავისი მნიშვნელობით, საერთაშორისო ყურადღებას იქცევს. ის, UNESCO-ს ბუნებრივ მემკვიდრეობად ნომინირებული საიტია🛶 მათ, ვისაც ტბაზე ან მდინარეზე გასეირნება გსურთ, კოლხეთის ეროვნულ პარკში პონტონის, კაიაკის, კატერის სანაოსნო ტურები და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები გელოდებათ.კოლხეთი#ვმოგზაურობთეროვნულპარკებში2020

Posted by დაცული ტერიტორიების სააგენტო / Agency of Protected Areas (Georgia) on ხუთშაბათი, 30 ივლისი, 2020

 

შეგახსენებთ, კოლხეთის ეროვნული პარკი მდებარეობს დასავლეთ საქართველოში. იგი მოიცავს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლსა და პალიასტომის ტბის აუზს. ეროვნული პარკი კოლხეთის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ეკოსისტემების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი.

ეროვნული პარკის უბნები ხუთი ადმინისტრაციული რაიონის – ზუგდიდის, ხობის, სენაკის, აბაშისა და ლანჩხუთის ტერიტორიაზეა განლაგებული და საქართველოს ორი ისტორიული მხარის, სამეგრელოსა და გურიის ნაწილია.

კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია ტურისტებს პალიასტომის ტბასა და მდ. ფიჩორის ხეობაში სანაოსნო ტურებს, ასევე სპორტულ თევზჭერას, ფრინველებზე დაკვირვებას (ბერდვოჩინგს) და ეკო-საგანმანათლებლო ტურებს სთავაზობს.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05