LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რა შეუძლია რობოტს, რომელიც ქართველ პაციენტებს მოუვლის და ექიმებს კორონას დამარცხებაში დაეხმარება – ვინ არის პეპერი

644
qhc-2019-October-28-10-793-F1.large

ეს ტანმორჩილი, თეთრი არსება, ქართულის სწავლის შემდეგ, ექიმებთან ერთად ეცდება საქართველოში covid 19-ის დამარცხებას.

პეპერი, რომელიც ტიკარაძემ თავის დამხმარედ წარუდგინა საზოგადოებას, პირველი სემი-ჰუმანოიდი რობოტია, რომელსაც ემოციების ამოცნობა და ადამიანების გარჩევა შეუძლია.

ტიკარაძე დაგვპირდა, რომ პეპერის შესაძლებლობებს მომავალში აუცილებლად გაგვაცნობს. სანამ მინისტრი დანაპირებს აასრულებს, პეპერი კი ქართულს ისწავლის, “ფორტუნამ” მოიძია ოფიციალური ინფორმაცია, რა შესაძლებლობები აქვს ამ რობოტს, რომელ სფეროებში გამოიყენება და კონკრეტულად რა დავალებებს ასრულებს.  

ამ ფირმის რობოტები სხვადახვა დარგში სამუშაოდ პროგრამდებიან. ისინი გვხვდებიან როგორც გაყიდვების, ფინანსების, ტურიზმის, ასევე განათლებისა და ჯანდაცვის სფეროებში.

 

რა შეუძლია პეპერს?

  • პეპერს შეუძლია თვალით კონტაქტი დაამყაროს პაციენტთან. ადამიანური ქცევებით ის მარტივად მოიპოვებს ნდობას.
  • არჩევს სახეებს და ემოციებს.
  • რობოტი უპრობლემოდ ასრულებს განმეორებით დავალებებს, ამიტომ შეუძლია ხარჯებისა და რესურსების ოპტიმიზაცია.
  • შეუძლია ექიმებისა და ექთნების დახმარება.
  • ინარჩუნებს კავშირს პაციენტსა და მის ოჯახის წევრებს შორის.
  • შეუძლია ექიმები გამოათავისუფლოს შრომატევადი საქმისგან, როგორიცაა მონაცემების შეყვანა და სხვა.
  • ართობს ბავშვებს, სანამ ექიმები თავის საქმეს აკეთებენ.
  • რაც მთავარია, რობოტი ადვილად იწმინდება და დეზინფექცირდება.

 

პეპერის ფასი

ოფიციალურ საიტზე თანხის შესახებ ინფორმაცია არ დევს, თუმცა ინტერნეტში იძებნება, რომ პეპერის შეძენა დაახლოებით 14 ათასი დოლარი ჯდება. უცნობია რა ღირს ის რობოტი, რომელიც საქართველოში ჩამოიტანეს.

ოფიციალურ საიტზე არის ასევე სპეციალური შეთავაზება კოვიდ-19-ის დასაძლევად. ნათქვამია, რომ ამ პერიოდში სამედიცინო მიზნებისთვის და სხვადასხვა დაწესებულებებისთვის რობოტებს სესხითაც გასცემენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები