LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რაჭაში მაშველებს, რომლებმაც ბებიას წამალი მიუტანეს, ლობიანით გაუმასპინძლდნენ

130

ელიზბარ ტატო კოპალიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, რომ მაშველებს ბებიასთვის წამალი მიაქვთ, ის კი საპასუხოდ, ლობიანს აწვდის.

ვიდეოს აღწერაში აღნიშნულია:

„ბებოს წამალი დასჭირდა,მივაწოდეთ და ლობიანით გაგვიმასპინძლდა. მადლობა რაჭველებს! ერთად ყველაფერს შევძლებთ”.

შეგახსენებთ, რომ სტიქიის გამო რაჭაში საკმაოდ რთული მდგომარეობაა შექმნილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები