LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რატომ უნდა ვენდოთ სწრაფად შექმნილ კოვიდვაქცინებს – ამერიკელი ალერგოლოგის პასუხი

313
news2147

ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს ექიმ ნანა ჯინჯოლავას მიერ ჩაწერილ ინტერვიუს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის, მედიცინისა და პედიატრიის ფაკულტეტის პროფესორ პურვი პარიხთან.

ექიმი პარიხი გახლავთ ნიუ იორკის უნივერსიტეტის მედიცინისა და პედიატრიის ფაკულტეტის კლინიკური ასისტენტ-პროფესორი. მას გამოცემული აქვს სტატიები ალერგიის, ასთმისა და იმუნოდეფიციტის სინდრომების შესახებ სხვადასხვა ჟურნალებისა და სახელმძღვანელოებისთვის.

იგი გახლავთ გაერთიანებული ერების ვაქცინის ინიციატივის, shot@life  გამარჯვებული და  ორატორი. ასევე, მათი წარმომადგენელი ზამბიაში.

ექიმი პარიხი არის  ალერგიისა და ასთმის გაერთიანების ორატორი. ეს გაერთიანება  სიცოცხლისთვის საშიში ალერგიითა და იმუნოლოგიური მდგომარეობით დაზარალებული პაციენტებისა და მათი ოჯახის დამცველთა მთავარი გუნდია.

აღნიშნული გაერთიანების სახელით, იგი ხშირად ჩნდება, როგორც  სამედიცინო წარმომადგენელი, სხვადასხვა მედიასთან: NBC, FOX, CNN, Wallstreet Journal, CNBC და CBS. ასევე,  აქვს თავისი ყოველთვიური განყოფილება US News და World report-ში.

სტუდენტობიდან გატაცებულია ჯანდაცვის პოლიტიკით. იგი იკავებს ჯანდაცვისა და საზოგადო პოლიტიკის კომიტეტის წარმომადგენლის პოზიციას American College of Physicians-ში. ასევე გახლავთ ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის, ამერიკული კოლეჯის, ინტერესთა დაცვის დირექტორთა საბჭოს წევრი.

წელიწადში რამდენჯერმე მიემგზავრება ვაშინგტონში, რეგულაციებზე გავლენის მოსახდენად, მთავრობის წინაშე მოხსენებისა და პაციენტთა ინტერესის დასაცავად. 2018 წელს ის იყო ნიუ იორკის ალერგიისა და იმუნოლოგიის საზოგადოების ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი.

პანდემიის დროს, პაციენტებზე ზრუნვის პარალელურად, ის გახლდათ  კოვიდ-19 -ის ორი ვაქცინის კვლევის გამომცდელ-მკვლევარი ნიუ-იორკის უნივერსიტეტის, ლანგონ ჰელსის ვაქცინის ცენტრში.

თარგმანის ავტორები: ნინო კვირტია, თათული შერვაშიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები