LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “როცა ევა სიკვდილს ებრძოდა, ჩემი ქმარი ჩვენ გვერდით არ იყო, მარტო ვიყავით, ის კი თბილისში ერთობოდა”- შორენა ბეგაშვილი პირადი ცხოვრების დეტალებზე

4801
BeFunky-collage (8)

რუსთავი 2-ზე გადაცემა “შორენას ეფექტი” დაიწყო. გადაცემის წამყვანი ქართველი სექს-სიმბოლო შორენა ბეგაშვილია.

“შენ ალბათ თოჯინა გგონივარ შინაარსის გარეშე …
როცა ჩემს თავს სარკეში ვუყურებ მახსენდება პატარა შავი გოგო, რომელიც ყოველ დილით ოცნებობდა ტორტის ნაჭერზე, ბრჭყვიალა ფეხსაცმელებზე და ლამაზ კაბებზე …”- ამ სიტყვებით იწყებს შორენა გადაცემის მონოლოგს და პირადი ცხოვრების სევდიან ისტორიებს ჰყვება.

შორენა ამბობს, რომ წარმატებამდე დიდი გაჭირვება გამოიარა, აგროვებდა ჯართსაც კი, რომ თავი გაეტანა. დღეს კი ნაიარევ ხელებზე ტატუები აქვს.

შორენა თავისი პირველი ქორწინების შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ ქმარმა უღალატა, ახალი წლის ღამეს, ეს ყველაფერი კი მას ტელეფონით ესმოდა.

რაც შეეხება მეორე ქორწინებას, შორენა აღნიშნავს, რომ ეს ქორწინება მას შემდეგ დასრულდა, რაც მისი ქალიშვილი ევა, სიკვდილს ებრძოდა, მისი მეუღლე კი ამ დროს მის გვერდით არ იყო.

“როცა ევა სიკვდილს ებრძოდა, ჩემი ქმარი ჩვენ გვერდით არ იყო, მარტო ვიყავით, ის კი თბილისში ერთობოდა, ეს გრძელდებოდა თვეები…”-ამბობს შორენა.

https://www.facebook.com/shorenasepeqti/posts/214546236670792

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები