LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ ერთობა იზოლაციაში მყოფი 22 შვილიანი ოჯახი

159
Britain039s-biggest-family-turn-scruffy-garden-into-incredible-play-park-640x336

ბრიტანეთის ყველაზე დიდმა ოჯახმა კარანტინში დროის გასაყვანად საინტერესო რამ მოიფიქრა. რედფორდებმა თავის ეზოში პატარა აკვა–პარკი და სათამაშო მოედანი მოაწყეს.

სიუმ და ნოელმა ყოველთვის იცოდნენ რომ ძალიან ბევრი შვილი ეყოლებოდათ, ამიტომ მოხუცებულთა თავშესაფრის დაცლილი შენობა ჯერ კიდევ 15 წლის წინ შეიძინეს. დღესდღეობით წყვილს 22 ბავშვი ყავს და კომპლექსის სივრცეც მთლიანად ათვისებულია.

კარანტინის დროს ოჯახს ბევრი თავისუფალი დრო გამოუჩნდა და ეზოს კეთილმოწყობა გადაწყვიტეს. მეუღლეების განცხადებით, სამუშაო პროცესი მარტივი არ ყოფილა, თუმცა მასში ოჯახის ყველა წევრი მონაწილეობდა და საბოლოო ჯამში ისინი ძალიან გაერთნენ. უფროსებს 2 წლის არჩიც კი ეხმარებოდა და თავისი სათამაშო იარაღებით მიწას ასწორებდა.

რედფორდებმა აკვა–პარკი და გასართობი მოედანი, თავისი საქანელებით და სასრიალოებით სულ რაღაც 48 საათში ააგეს. გარდა ამისა, სახლის ტერიტორიაზე, სპეციალური დასასვენებელი ზონებიც მოაწყეს.

რედფორდების მრავალსულიან ოჯახში 22–ე ბავშვი, გოგონა სახელად – ჰეიდი 2020 წლის 3 აპრილს დაიბადა.

უფროსი ვაჟი კრისტოფერი კი უკვე 31 წლისაა. ის და მისი 25 წლის და – სოფი უკვე დიდი ხანია მშობლებთან აღარ ცხოვრობენ და თავისი ოჯახები ყავთ.

24 წლის ქლოე, 22 წლის ჯეკი, 20 წლის დანიელი, 19 წლის ლუკა, 18 წლის მილი, 17 წლის ქეითი, 16 წლის ჯეიმსი, 15 წლის ელი, 14 წლის აიმი, 12 წლის ჯოში, 11 წლის მაქსი, ასევე 9 წლის ტილი, 8 წლის ოსკარი, 7 წლის კასპერი, 4 წლის ჰეილი, 3 წლის ფიბი, 2 წლის არჩი და მისი მცირეწლოვანი და–ძმები ჯერ ისევ მშობლებთან ერთად არიან და სოციალური დისტანციის დაცვა მათთვის არაერთი ხუმრობის მიზეზიც გამხდარა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები