LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ იწყობა ზვიად ციკოლიას საათი პირველად საქართველოში

1264
126537763-10158780637433917-6953879431792602734-o

ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია ერთგულ მომხმარებლებს ვიდეორგოლს უზიარებს, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ იწყობა MARINA პირველად საქართველოში.

„ჩემი მიზანია დეტალებიც საქართველოში ვაწარმოო და მაგას მალე განვახორციელებ“, – წერს ციკოლია სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ ზვიად ციკოლიამ  საათების ახალ ბრენდზე, სახელწოდებით MARINA, მუშაობა გასულ წელს დაიწყოდიზაინერმა საქართველოში აწყობილ პირველ საათს მეუღლის სახელი დაარქვა. მარინა ხორავა 24 წელია, ქართველი დიზაინერის მუზაა.

შეგახსენებთ, ზვიად ციკოლია კიდევ ერთხელ აანონსებს, რომ სამომავლოდ წარმოების საქართველოში გადმოტანას გეგმავს. მისი თქმით, ეს ყველა პროცედურის, მათ შორის, ხარისხის კონტროლის საშუალებასაც მისცემს და მეორე მხრივ, ქვეყნის ეკონომიკასაც სასიკეთოდ წაადგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები