LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ მოხვდა მამულიჩა კვარას თამაშზე უბილეთოდ – ბიძინა ბარათაშვილის ისტორია “რომაულ არდადეგებზე”

292
BeFunky-collage - 2022-11-07T235329.602

სპორტული ჟურნალისტი ბიძინა ბარათაშვილი გადაცემაში “მხოლოდ ლელასთან” რომში, ხვიჩა კვარაცხელიას “ნაპოლი-ს” თამაშზე მომხდარ ამბავს იხსენებს.

როგორც ბიძინა ჰყვება, ლელა წურწუმიას მეუღლემ და პროდიუსერმა მამულიჩამ თამაშზე სხვისი პასპორტით და ბილეთით შესვლა შეძლო.

“მამულიჩა მივიდა შესასვლელთან და აჩვენებს ბილეთს, რომელზეც ქალის სახელი და გვარი წერია. პასპორტის ჩვენება მოსთხოვეს. ეუბნება, რომ ყველა საბუთი აქვს ლელას, რომელიც უკვე სტადიონზეა. ფაქტია, რომ მამულიჩა ვერ ახერხებს თამაშზე შემოსვლას. მოკლედ აქვს ბილეთი და თან ქალის სახელით. დახედა ჩემს პასპორტს და მეუბნება, რომ ძალიან ვგავარო. მოკლედ მივიდა პირდაპირ კარებთან და აჩვენა ჩემი პასპორტი. გაატარეს და დადგა იქით”, – საუბრობს ბიძინა ბარათაშვილი.

მამულიჩას თქმით, ბიძინა ბარათაშვილის პასპორტით და ქალის სახელიანი ბილეთით თამაშზე შესვლა მოახერხა.

“ვიხედები ბილეთში და თმები არ არის. ისე მინდოდა შესვლა, რომ ლამის თმები დამცვივდა. ბოლოში გავიხედე, პატარა ბუთქუჩა ბიჭი იჯდა. პასპორტს თავზე თითი დავადე და ვაჩვენე. დახედა და შედიო მითხრა”, – ამბობს მამულიჩა.

ლელას თქმით, მამულიჩას თამაშზე შესვლა ხვიჩა კვარაცხელიას გატანილ გოლს უდრიდა.

ამავე თემაზე:

ლელა წურწუმია რომში ემიგრანტებს შეხვდა, მომღერალი ემოციურ კადრებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები