LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: “როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას”- აშშ-ს ელჩი

95
Capture

აშშ-ს ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი საქართველოს აშშ-ს სახელით დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და ვიდეომიმართვას ავრცელებს. ელჩის თქმით საქართველოსა და აშშ-ს შორის ღრმა და მტკიცე მეგობრობა არსებობს, რომელიც თავისუფლებას, დემოკრატიას, ტოლერანტობასა და დაუღალავ შრომას ეფუძნება.

ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია… როგორ მოვედით 1918 წლის 26 მაისამდე

“ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს სახელით მსურს, გულითადად მოგილოცოთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე. საქართველო და აშშ თავისუფლებისა და თანასწორობის ღრმა სიყვარულს იზიარებს. 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტში ასახულ ამ ორ ფუნდამენტურ ღირებულებას ქართველი ხალხი სათუთად უფრთხილდება. ეს აქტი თანაბრად უზრუნველყოფს პოლიტიკურ უფლებებს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, მიუხედავად მათი ეროვნებისა, მრწამსისა, სოციალური სტატუსისა თუ სქესისა. ეს პრინციპები კარგად ნაცნობია ყველა ამერიკელისთვის. ქართველებსაც და ამერიკელებსაც უბრძოლიათ და თავი გაუწირავთ თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და თანასწორობისთვის.

ჩვენ ქვეყნებს შორის კვლავაც ღრმა, მდიდარი და მტკიცე მეგობრობა არსებობს. იმიტომ რომ, ის ჩვენს ესოდენ ძვირფას, საერთო ღირებულებებს ეფუძნება – თავისუფლებას, დემოკრატიას, ტოლერანტობასა და დაუღალავ შრომას.

როგორც პარტნიორები, თითქმის 30 წელია, ჩვენ ვზეიმობთ საქართველოს წინსვლას მის დემოკრატიულ გზაზე. როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრები, დღეს თქვენთან ერთად ვზეიმობთ თქვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. დიდი მადლობა და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს”, – აცხადებს კელი დეგნანი.

დღეს, 26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის 102-ე წლისთავს აღნიშნავს.

 

რა წერია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები