LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რუსთავში ხარმა ჯერ ქალი, შემდეგ კი ბავშვები გათელა

205
Capture

რუსთავში ბერიტაშვილის ქუჩაზე ხარმა ჯერ შუახნის ქალი, შემდეგ კი 4 და 6 წლის ბავშვები გათელა. შუახნის ქალს დაჯახების დროს ხელში 10 თვის შვილიშვილი ეჭირა. ოჯახის წევრებმა ბავშვი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე ჩვილს შესაბამისი სამედიცინო კვლევები უტარდება. ზედაპირული დათვალიერებით მას დაზიანებები არ აღენიშნება.

რაც შეეხება 4 და 6 წლის ბავშვებს, ისინი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მამა გადაიყვანა. 4 წლის ბიჭს კლინიკაში პირველადი სამედიცინო დამხარება ჩაუტარდა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

გავრცელებული ინფორმაციით, ხარი ერთერთი ფერმიდან გამოიქცა და ქუჩაში აგრესიულად დარბოდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

ვიდეო: inforustavi

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები