LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რუსთავში ხმაურით შეწუხებულმა ქალმა ახალგაზრდების შეკრების ადგილი ნაჯახით დაარბია

507
Capturehdfgh

რუსთავში, ახალგაზრდების ხმაურით შეწუხებულმა 73 წლის ქალმა მათი შეკრების ადგილი ნაჯახით დაარბია. ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც იყო მობილიზებული. შემთხვევა გვიან ღამით მე-8 მიკრორაიონში მოხდა. ინფორმაციას „ინფო რუსთავი” ავრცელებს.

73 წლის ქალის თქმით, მისი საცხოვრებლის გვერდით ავტომომსახურების ცენტრია, სადაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ახალგაზრდები შუა ღამემდე ხმაურობენ.

„მთელი თვის განმავლობაში ვეხვეწები, ავტოფარეხი 10:00 საათზე დაკეტეთ და დაგვაძინეთ-მეთქი. ვეტყვი რამეს, მაგინებენ. მეპატრონემ შეიძლება დაკეტოს ღამე, მაგრამ გასაღები დევს იქ, მოდიან სხვები, აღებენ და არის ერთი ამბავი… წუხელის ორ საათამდე ერთი ამბავი იყო, ვეღარ მოვითმინე და ჩავედი ეზოში. ნაჯახი მქონდა, იმით ჩამოვარტყი კარებს, ღია იყო თუ მე გავხსენი არ ვიცი და ყველაფერი, რაც იქ იყო, გამოვუყარე გარეთ. მყავს მეუღლე, რომელიც ფსიქოტროპულ წამლებს სვამს. 83 წლის კაცია. ახალგაზრდები ყოველ ღამე ხმაურობენ და ჩვენს თხოვნას ანგარიშს არ უწევენ“, – აცხადებს ქალი, რომელმაც ავტოფარეხი დაარბია.

ავტოფარეხის მეპატრონე ქალბატონის ბრალდებებს უარყოფს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები