LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: საირმე ტურიზმის ოსკარის მფლობელია, ის 2020 წლის წამყვან კურორტად დაასახელეს

133
122663101-3606700836019793-4084430568246700738-o

მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ, 2020 წლის World Travel Awards-ის რიგით 27-ე დაჯილდოებაზე, კურორტმა საირმემ მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა. კერძოდ, ის საქართველოში 2020 წლის წამყვან კურორტად დასახელდა.

„საირმე World Travel Awards-ის გამარჯვებულია! წელს პირველად, კურორტი ყველაზე მასშტაბურ კონკურსში ჩაერთო, უმსხვილეს ბრენდებთან კონკურენციის პირობებში, გრანდიოზული გამარჯვება მოიპოვა და ტურიზმის ოსკარის მფლობელი გახდა!

ვამაყობთ თითოეული თქვენგანით და მადლობას გიხდით ნდობისთვის, ერთგულებისა და უდიდესი მხარდაჭერისთვის!“, – აცხადებენ კურორტ საირმეს მენეჯმენტში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები