LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სასწაულია, რომ ცოცხალია – ფორმულა 1-ის გრან-პრიზე აფეთქებული რომან გროჟანი თავს კარგად გრძნობს

125
promo430928878-5188738

ინტერნეტსივრცეში ვირუსულად ვრცელდება კადრები, რომელიც 29 ნოემბერს, “ფორმულა 1”-ის ბაჰრეინის გრან-პრიზე მომხდარი ავარიის ეპიზოდს ასახავს.

პირველ რიგში, 34 წლის ავტომრბოლელი ახლა თავს უკეთ გრძნობს.

სტარტიდან რამდენიმე წამში, რომან გროჟანი ჯერ სხვა ავტომრბოლელს შეეჯახა, კონტროლის დაკარგვის შემდეგ კი ჯებირს.

ტრასიდან გადასვლის შემდეგ მისი ავტომობილი აფეთქდა, თუმცა პილოტმა აალებული მანქანიდან გადმოხტომა მოახერხა.

 

 

სპორტსმენები აღნიშნავენ, რომ გროჟანი სასწაულებრივად გადარჩა.

“სასწაულია, რომ ის ცოცხალია”, – ამბობს 1996 წლის მსოფლიო ჩემპიონი დეიმონ ჰილი.

“ეს ჩვენთვისაც დიდი სიურპრიზი იყო, ის ცოცხალია. 12 წლის განმავლობაში ასეთი ხანძარი არასდროს გვინახავს”, – განაცხადა მორაგბემ ვან დერ მერვემ.

 

 

მართალია გროჟანმა ალმოდებული ავტომობილიდან გადმოხტომა მოახერხა და საკუთარი ფეხით გაიარა, თუმცა მცირე დამწვრობებით და ნეკნის მოტეხილობით ის საავადმყოფოში მოათავსეს.

 

 

“მოგესალმებით. უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ კარგად ვარ”, – მოგვიანებით რომან გროჟანმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და საზოგადოებას გულშემატკივრობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

https://www.youtube.com/watch?v=qAxgcycpGIM

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები