LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: შოუ უნდა გაგრძელდეს და ამას ხელს პანდემია ვერ შეუშლის – სამოტივაციო ვიდეორგოლი Amazon-ისგან

99
maxresdefault

„შოუ უნდა გაგრძელდეს“ – ეს არის მთავარი სლოგანი იმ ახალი ვიდეორგოლის, რომელიც კომპანია Amazon-მა საზოგადოებას წარუდგინა.

მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, მსოფლიოში შექმნილი ქაოტური მდგომარეობისა, ჩაშლილი გეგმებისა – შოუ უნდა გაგრძელდეს და ამას ხელს ვერაფერი შეუშლის. სწორედ ეს ვითარებაა ასახული Amazon-ის ახალ ვიდეორგოლში, რომელშიც მთავარ როლს ახალგაზრდა ბალერინა ასრულებს. ბალერინა საკუთარი მიზნების მისაღწევად ძალას არ იშურებს და გამოსავალს პოულობს.

https://www.youtube.com/watch?v=gQdLD6kk960&feature=emb_logo

შეგახსენებთ, Amazon უმსხვილესი ამერიკული ინტერნეტ-მაღაზიაა. კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს სიეტლში. Amazon-ს გააჩნია ვებგვერდები სხვა ენებზეც, რომლებშიც არა მარტო ენაა შეცვლილი, არამედ მომსახურება, გასაყიდი საქონელი, ქვეყნების გადაზიდვის მხარდაჭერა და ბევრი სხვა. კომპანია ასევე აწარმოებს სამომხმარებლო ელექტრონიკას — Amazon Kindle და ღრუბლოვანი სერვისებისების უმსხვილესი პროვაიდერია. Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსია, რომელიც „ბლუმბერგის“ მილიარდერთა სიაში პირველ ადგილს არ თმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები