LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სოფიკო ჭიაურელი ლედი გაგას ახალ კლიპში

5658
BeFunky-collage (6)

ლედი გაგამ ახალი კლიპი გადაიღო. ვიდეო მხოლოდ რამდენიმე საათის წინ განთავსდა ინტერნეტსივრცეში და უკვე 6 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.

ამჯერად, ექსტრაორდინალური გაგას კლიპი სომეხი რეჟისორის, სერგო ფარაჯანოვის ფილმების მოტივებზეა შექმნილი.

4-წუთიანი ვიდეოს ბოლოს ირკვევა, რომ რაც მანამდე სიუჟეტში ვითარდებოდა მხოლოდ ფანტაზია იყო: მომღერალი ავარიაში მოყვება, ავარიის ადგილას კი, სომხური კინოს ფესტივალი იმართება.

კლიპში სწორედ ამ დროს ვხედავთ ფარაჯანოვის 2 ფილმის პოსტერს: “აშუღი ქერიბი” და “ბროწეულის ფერი”.

აღსანიშნავია, რომ ფილმში “ბროწეულის ფერი” მთავარ როლს სოფიკო ჭიაურელი ასრულებს.

“ბროწეულის ფერი” – სერგო ფარაჯანოვმა 1968 წელს გადაიღო.

ფილმი თბილისელი აშუღი საიათ-ნოვას ბიოგრაფიის შესახებ მოგვითხრობს. ნაჩვენებია პოეტის ბავშვობა, პირველი სიყვარული, ბერობა და გარდაცვალება.

სოფიკო ჭიაურელი თამაშობს მამაკაცის და ქალის ექვს როლს.

ფილმმა საბჭოთა მთავრობის განარისხებსაც გამოიწვია. მათი აზრით, იგი დელიკატურ ნაციონალურ საკითხებს ეხებოდა.

XX საუკუნის სომხური წარმოშობის ქართველი და საბჭოთა კინორეჟისორი სერგო ფარაჯანოვი 1990 წლის 20 ივლისს ერევანში გარდაიცვალა.
ცნობილი რეჟისორი დაიბადა და გაიზარდა თბილისში, სომხურ ოჯახში; მისი ნამუშევრები კი ძირითადად კავკასიის ეთნიკურ მრავალფეროვნებას ასახავს.

საბჭოთა მთავრობამ ფარაჯანოვი არაერთხელ დააპატიმრა, ასევე მას მრავალი წლის განმავლობაში ფილმების გადაღებასაც უკრძალავდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები