სტეფანე მღებრიშვილმა საკუთარი შემოქმედების თაყვანისმცემლებს სიურპრიზი გაუკეთა და „ლენო რეკორდსში“ ჩაწერილი ახალი კომპოზიცია გაუზიარა, მასზე გადაღებული კლიპით, რომელზეც მისმა მეგობარმა, რეჟისორმა ნესტან სინჯიკაშვილმა და ოპერატორმა ბუდამ იმუშავეს.

სიმღერა მარინა ლეკიშვილს ეკუთვნის და ის ძველია, „რაც ამქვეყნად სიყვარული მეფობს“ ასეთი ჯაზური ვერსიით არასდროს მოგისმენიათ, ახალი არანჟირების ავტორი პიანისტი ლუკა თოფურიაა. მის მიერ ახლებურად წარმოდგენილი კომპოზიციის არანჟირებაში ცნობილი ჯაზპიანისტის, რობერტ გლასპერის გავლენები იგრძნობა. ჩანაწერში მონაწილეობენ ლევან დეისაძე და ზაზა ცერცვაძე, ლუკა თოფურიასთან ერთად. ახალი კომპოზიცია გიორგი გვარჯალაძემ ჩაიწერა.

სტეფანემ აღნიშნა:

„ყოველგვარი პრეზენტაციის და პრეტენზიის გარეშე, წარმოგიდგენთ…

უბრალოდ, მინდა, რამე სიახლე შემეტანა ჩემს რეპერტუარში… ძალიან ბედნიერი ვიქნები, თუ მოგეწონებათ…“

ტეგები: სტეფანე

მსგავსი თემები