LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენამდე კახი კალაძემ ავტობუსები შეამოწმა

183
100623839-3562674533749121-7716487631546089472-o

დღეს საქართველოს მასშტაბით საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა განახლდა. გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ პრემიერ მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამოაცხადა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობასთან ერთად რამდენიმე შეზღუდვაც გაუქმდა, თუმცა ჯანდაცვის სავალდებულო რეკომენდაციები კვლავ ძალაში რჩება.

ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენამდე, თბილისის მერი პირადად დაესწრო საზოგადოებრივი ავტობუსების შემოწმებისა და სპეციალური ხსნარით დამუშავების პროცესს. კახი კალაძე წუხელ, გვიან ღამით N2 ავტობაზაზე იმყოფებოდა.

„დილიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი დედაქალაქის მოსახლეობას მოემსახურება. როგორც ავტობუსები და მეტრო, ასევე, მიკროავტობუსები სრულ მზადყოფნაშია. სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდება. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მგზავრებმა აუცილებლად იქონიონ პირბადეები, რადგან მათ გარეშე გადაადგილება შეუძლებელი იქნება. მინდა, საზოგადოებას მხარდაჭერა და თანადგომა ვთხოვო, რადგან ყველა ვხვდებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის გაფრთხილება. ხელი შევუწყოთ ერთმანეთს, როგორც ეს წინა პერიოდში გავაკეთეთ. ის, რომ დღეს საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა, რა თქმა უნდა, საზოგადოების ძალიან დიდი დამსახურებაა. იმედი მაქვს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობის დროს ყველა ის მოთხოვნა მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული, რომელზეც ვსაუბრობთ“ – განაცხადა კალაძემ.

 

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/244348740182574/