LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: თვითმფრინავის ერთადერთმა მგზავრმა ეკიპაჟი ,,ტიკ-ტოკისთვის” ააცეკვა

179
bordddnc

ლოს-ანჯელესიდან ოკლენდის მიმართულებით მიმავალი თვითმფრინავის ერთადერთმა მგზავრმა ბორტგამცილებლები ,,ტიკ-ტოკისთვის” აცეკვა.

გამოცდილმა მოგზაურმა სეტ ტომასმა თვითმფრინავის ბილეთი ფრენამდე რამდენიმე საათით ადრე შეიძინა და როდესაც აეროპორტში მივიდა, აღმოაჩინა რომ რეისზე ერთადერთი მგზავრი იყო. სეტს ეს ამბავი ძალიან გაუხარდა და გადაწყვიტა შანსი ხელიდან არ გაეშვა. ბორტგამცილებლები ცეკვაზე დაიყოლია და მშვენიერი კადრებიც გადაიღო.

ამერიკელის მიერ გადაღებულ ვიდეოში, ბორტის წევრები ჯასტინ ბიბერის Come Around me-ზე სინქრონულად მოძრაობენ.

როგორც ერთადერთმა მგზავრმა აღნიშნა, ეკიპაჟი ძალიან მეგობრული იყო – „მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს მოგზაურობა დაუვიწყარი გაეხადათ“.

აღსანიშნავია, რომ ტომასი არ არის ერთადერთი მგზავრი ვინც ცარიელი ხომალდით იფრინა. პანდემიის პირობებში ავიარეისების უმრავლესობა ცარიელი ბორტით სრულდება და მგზავრები დაცლილი სალონების ფოტოებს ქსელში მრავლად ავრცელებენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები