LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: უპილოტო BMW iX პარკიგნზე თავად დგება, მუხტავს ელემენტს და ავტოსამრეცხაოშიც მიდის

70
bmwxi

YouTube არხზე Unsolicited opinions გამოაქვეყნეს მოკლე ვიდეო, რომელშიც ელექტრონული BMW iX–ის უპილოტოდ მართვის სისტემის მუშაობაა ასახული. ფლაგმან მოდელს შეუძლია, რომ თავისუფალი საპარკინგე ადგილი თავად იპოვოს, დამუხტოს ელემენტი რობოტიზირებული სამუხტი საშუალებით და ავტოსამრეცხაოშიც კი მარტო წავიდეს.

ვიდეო რგოლის სცენარის მიხედვით, მძღოლი და მგზავრი BMW iX–ით დახურულ ავტოსადგურზე მიდიან, რაც სინამდვილეში საცდელ პოლიგონს წარმოადგენს და მთელი რიგი გადამცემებითაა აღჭურვილი. მას შემდეგ რაც მგზავრებმა ელექტროკროსოვერის სალონი დატოვეს, მძღოლმა მობილური აპლიკაციის მეშვეობით ავტომობილს ბრძანება მისცა და პარკინგი დატოვა.

შემდეგ კადრებში BMW iX ყველა ზემოთ ჩამოთვლილ დავალებას დამოუკიდებლად და თან ძალიან კარგად ასრულებს. ვიდეოს დასასრულს, ელექტროქარი მძღოლის მითითების შემდეგ ზუსტად იმ ადგილს უბრუნდება, საიდანაც ყველაფერი დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები