LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ვირტუალური ტური თბილისში, შთამბეჭდავი კადრებით და ისტორიით

298
d4f6481c6c792a3c24d6a3a9048bd58f

იმ ფონზე, როცა მსოფლიოში ტურიზმის სექტორი დაპაუზებულია, ქვეყნებს შორის ავიამიმოსვლა და გადააგილება შეზღუდული, უფრო და უფრო აქტუალური ხდება ვირტუალური ტურები სხვადასხვა ქვეყნებში, ქალაქებში, მუზეუმებსა, თუ სხვა ტურისტულად მიმზიდველ და საინტერესო ადგილებში.

ვიდრე საქართველო საერთაშორისო მოგზაურებისთვის კვლავ გაიხსნება, კომპანია Microscope-მა ვიდეორგოლი მოამზადა, რომელიც მოგზაურებს საქართველოს დედაქალაქს აცნობს.

ვირტუალური ტურის მეშვეობით, ვიდეორგოლის მნახველი თბილისის ცენტრალურ ნაწილს, მის ღირსშესანიშნაობებსა და მათ ისტორიას ეცნობა. ტური რიყის პარკიდან იწყება, რომელიც ქალაქის გულს წარმოადგენს და იდეალური ადგილია დასასვენებლად. ვიდეორგოლში, ცხადია, საუბარია მეტეხის ხიდზე, მეტეხის ეკლესიაზე, აბანოთუბანზე და მეფე ვახტანგ გორგასალთან დაკავშირებულ, თბილისის დაარსების ისტორიაზე, მშვიდობის ხიდზე, ლეღვთა ხევზე, პურის მოედანზე, ნარიყალას ციხე-სიმაგრეზე, ბამბის რიგზე და დედაქალაქის სხვა, ძალიან მნიშვნელოვან ტურისტულად აქტიურ ადგილებზე.

შეგახსენებთ, საქართველო 15 ივნისს შიდა ტურიზმისთვის გაიხსნება, 1 ივლისიდან კი – საერთაშორისო მოგზაურების მიღებასაც შევძლებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები