LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: Wizz Air-ის ბორტგამყოლებმა აეროპორტში ფლეშმობი მოაწყვეს

108
602x338-cmsv2-756cd165-e940-5150-990d-af7ca584216b-4687574

Wizz Air-ის თანამშრომლები შეეცადნენ, ამ სტრესულ ვითარებაში, მგზავრების განწყობა აემაღლებინათ და მათთვის, ბუდაპეშტის საერთაშორისო აეროპორტში ფლეშმობი მოაწყვეს. სახალისო აქციაში მონაწილეობას ავიაკომპანიის დაახლოებით 50 თანამშრომელი იღებდა.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ Wizz Air მე-16 დაბადების დღეს აღნიშნავს და 16%-იან ფასდაკლებას სთავაზობს ყველას, ვინც ავიაბილეთებს დღეს შეიძენს.

ცნობისთვის, Wizz Air- მა პირველი ფრენა 2004 წლის 19 მაისს კატოვიცედან ლონდონის “ლუტონის” მიმართულებით განახორციელა. ამ დღიდან დღემდე Wizz Air-მა, დაახლოებით, 240 მილიონი ადამიანის ნდობა და  ერთგულება დაიმსახურა.

რაც შეეხება საქართველოს, აქ დაბალბიუჯეტიანი უნგრული ავიაკომპანია 2012 წელს შემოვიდა და ამავე წელს 12 000 მგზავრი გადაიყვანა, 2018 წელს კი მათი რაოდენობა 643 ათასი იყო. აღსანიშნავია, რომ საქართველოში, წლიდან წლამდე, ავიაკომპანიის ერთგული მომხმარებლების რაოდენობა საგრძნობლად იზრდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები