LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეომიძღვნა ზაზა ურუშაძეს – „ერთი ადამიანის სიკვდილი ერთი სამყაროს სიკვდილია…“

1007
zaza-urushadze-mandrn

კინორეჟისორი ზაზა ურუშაძე ახლახან გარდაიცვალა. აუზზე მყოფ რეჟისორს გულის პრობლემა შეექმნა და მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

შეგახსენებთ, რომ მისი „მანდარინები“, ქართულ-ესტონური კოპროდუქცია, რამდენიმე წლის წინ, „ოსკარის“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში, ხუთეულში იბრძოდა პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად…

საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა ზაზა ურუშაძეს სპეციალური გამოსათხოვარი ვიდეო მიუძღვნა.

„მე ფილმი გადავიღე ადამიანებზე, რომლებიც არიან განუმეორებლები, ცხოვრობენ ერთხელ, აქცენტს ვაკეთებ ადამიანურ მხარეზე, რადგან ერთი ადამიანი სიკვდილი ერთი სამყაროს სიკვდილია“, აღნიშნავს ვიდეოში ზაზა ურუშაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები