LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდრე მიშას არ ეახლეთ, მანამდე ელემენტარული გადაწყვეტილება ვერ მიიღეთ, ეს არის მონური მორჩილება: მდინარაძე ნიკა მელიას

65
მამუკა-მდინარაძე

„ვიდრე მიშას არ ეახლეთ, მანამდე ელემენტარული გადაწყვეტილება ვერ მიიღეთ, ეს არის მონური მორჩილება“, – ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ნიკა მელიას განცხადებას, რომლითაც მან უმრავლესობის წარმომადგენლებს „მონურ მორჩილებაში მყოფები“ უწოდა.

მდინარაძის განცხადებით, „ტყუილი და ოპონენტების „გაშავება“ ნაციონალური მოძრაობის საფირმო ნიშანია“.

„მონურ მორჩილებაში მყოფ ადამიანებს გეძახიანო, ბატონო ნიკა, ამის მოსმენა ცოტა ძნელია, იქნებ გაგვიგოთ, რადგან სანამ მიშას არ ეახლეთ, მანამდე ელემენტარული გადაწყვეტილება ვერ მიიღეთ, აქ ახლა ასე გელაპარაკათ თუ არა, აქ შემობრძანებულიყავით თუ არა, ასე იყავით მთელი თქვენი ცხოვრება ყველანი. ეს არის მონური მორჩილება, რასაც თქვენ აკეთებთ.

საქმეს რაც შეეხება, მაგას მე გადავწყვეტ, როდის და როგორ ვილაპარაკებ. პირველი დიაგნოზი ისაა, რომ სანამ მიშას არ ეახლეთ, მანამდე სიტყვა ვერ დაძარით პარლამენტში შემოსვლაზე, „პუფები“ ეძახეთ ერთმანეთს. ის ადამიანი რას ლაპარაკობდა, იმას ვერ გაკადრებთ უბრალოდ, ელემენტარული ზრდილობისა და ეთიკის გამო ახლა თქვენი მეთოდები ოპონენტების „გაშავების“, მოდით, ამასაც წერტილი დავუსვათ. უმრავლესობის წევრებს, მათ შორის მე ვერაფერი რომ ვერ მოგვიხერხეთ, მერე ამბობთ, ეს ჩვენიანი იყო, „ნაცების“ მხარდამჭერიო და ამით „აშავებთ“. ჩემ ცხოვრებაში არ ვყოფილვარ თქვენი მხარდამჭერი, მათ შორის 2003 წელს, მსგავსი ჩემი თავისთვის არ მიკადრებია. ტყუილი რომ საფირმო ნიშანია თქვენი, ესეც გასაგებია, მაგრამ 20 ივნისთან დაკავშირებით ხომ არ დაგავიწყდათ, გარეთ კი არ იყო მარტო შტურმი და 2 საათიანი დედის გინება პოლიციელების, თავში ჩარტყმები, აქ წინა რიგებში ისხდნენ თქვენი წარმომადგენლები და ელოდებოდნენ,როდის შემოლაგდებოდნენ ისინი გარედან შტურმით“, – განაცხადა მდინარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები