LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიღაცას მიაწვდინეთ ხმა, რომ აქ რაღაცნაირად მოგვეხმარონ, რამდენი უნდა დაგვხოცოთ – კაბუ საფრანგეთის ციხეზე

1356
kabu

მომღერალი კაბუ (კაცა აბუაშვილი), რომელიც საფრანგეთში ქურდობის ბრალდებით შარშან დააკავეს, აცხადებს , რომ საფრანგეთის ციხეში ბევრი ქართველია, ვინც ცუდ მდგომარეობაშია და დახმაერება სჭირდება.

“ქუჩაში, კოჭლ ძაღლს რომ პოულობენ, მიჰყავთ და წამალს უკეთებენ. საფრანგეთის ციხეში კიდევ ბიჭი ტუბერკულიოზით მოკლეს, – ამის შესახებ კაბუმ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მომღერალი და მსახიობი მიმართავს მათ, ვისაც საქართველოს მოქალაქეების დახმარება ევალება.

“ვიღაცას მიაწვდინეთ ხმა, რომ აქ რაღაცნაირად მოგვეხმარონ, პასპორტი ხომ გვაქვს ქართული, ხალხო, იქ ძალიან ბევრი ხალხია, ვისაც უჭირს. მივიდნენ, იკითხონ. ამ ბიჭს აღარაფერი ეშველება სამწუხაროდ, მაგრამ ვიღაცა იქნებ გადარჩეს. ციხეში არ აქცევდნენ ყურადღებას ადამიანებს, რომლებიც იყვნენ ძალიან ცუდად და საბოლოოდ, ეს ადამიანი, რომელიც იყო ჩემი ოჯახის წევრი, უახლოესი ადამიანი, ჩემი ძმაც იყო და ყველაფერი, გარდაიცვალა. პაატა ახალაძეზე მაქვს საუბარი, რომელიც მოკლეს ტუბერკულიოზით. 21-ე საუკუნეში, ადამიანებო, 21-ე საუკუნეში ადამიანი გარდაიცვალა ტუბერკულიოზით. დაუმტკიცეს კი არა, ხელში საერთოდ არაფერი ეჭირა. იყო აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი. იქ ვინც სხედან, რამდენი ადამიანი უნდა გარდაიცვალოს, რომ დავუმტკიცოთ ამ ხალხს რომ სულ ტყუილად ვიჯექით და სულ ტყუილად ვზივართ და სულ ტყუილად გვაყენებენ შეურაცხყოფებს?! რამდენი ადამიანი უნდა დაგვხოცოთ. აქ ძაღლებს აქცევენ ყურადღებას, ქუჩაში რომ პოულობენ კოჭლ ძაღლს, მიჰყავთ და წამალს უკეთებენ. საფრანგეთის ციხეში ბიჭი მოკვდა ტუბერკულიოზით. ეს ბიჭი აბსოლუტურად ჯანმრთელი შევიდა ციხეში. ნერვიულობით დაემართა, იმიტომ რომ ცოლი დაუჭირეს, შვილები მარტო დაუტოვეს, ავადმყოფი მამა და დედა მარტო დაუტოვეს“, – აცხადებს კახა აბუაშვილი.

ის ამბობს, რომ საქართველოში მას შემდეგ დაბრუნდება, რაც საფრანგეთში გამოძიება დასრულდება.

კაბუ ქურ­დო­ბის ბრალ­დე­ბით საფ­რან­გეთ­ში 2018 წლის 18 აპ­რილს და­ა­კა­ვეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები