LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიმედოვნებ, 6 თვეში საქართველოს კანდიდატობასაც ვიზეიმებთ – კრამონი

46
გჰკუ

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმიანება, რომლითაც უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიენიჭა.

„უკრაინა ევროპაა, მოლდოვა ევროპაა, საქართველო ევროპაა. ევროკომისიისა და ევროპარლამენტის გადაწყვეტილება, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი სტატუსი მიანიჭოს, ხოლო საქართველოს ევროპული პერსპექტივა, გარდაქმნის ჩვენს კონტინენტს და აღასრულებს ისტორიულ სამართლიანობას სამი ერის ნებასთან მიმართებით. გილოცავთ! წინ გრძელი გზაა. მოდი, შესაძლებელი გავხადოთ.

ვიმედოვნებ, 6 თვეში, ასევე, საქართველოს კანდიდატობასაც ვიზეიმებთ. ამისათვის, საქართველოს მთავრობამ უნდა დაიწყოს ვალდებულებების შესრულება. ევროკავშირის ინსტრუქციები ნათელია. „ქართულო ოცნება“, ბურთი თქვენს მოედანზეა“, – დაწერა ტვიტერზე ევროპარლამენტარმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.

რაც შეეხება საქართველოს, რეზოლუციის მიხედვით, გაცემულია იგივე რეკომენდაცია, თუმცა სტატუსის გადაცემა მოხდება მხოლოდ მაშინ, როცა საქართველოს მთავრობა დააკმაყოფილებს ევროპული კომისიის დასახულ პრიორიტეტებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები