LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვინ აძლევს დეველოპერებს მშენებლობის ნებართვას იქ სადაც სტიქიამ 23 ადამიანი იმსხვერპლა?”

640
collage

„ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე 4 წლის წინ ვერეს ხეობაში მომხდარ ტრაგედიას და 2015 წელს სტიქიის შემდეგ გაცემულ დაპირებებს იხსენებს. დავით მესხიშვილი ამბობს, რომ ადგილზე , სადაც სტიქიას 23 ადამიანი შეეწირა, დღეს “სოკოებივით ჩნდებიან ახალი მრავალსართულიანი კორპუსები. მესხიშვილი მოსალოდნელ უბედურებაზე სრულ პასუხისმგებლობას თბილისის მერიას აკისრებს.

13 ივნისი, საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთერთი ყველაზე მტკივნეული დღეა. 4 წლის წინ, ზუსტად ამ დღეს, სტიქიას ვერეს ხეობაში 23 ადამიანი ემსხვერპლა

2015 წელს გაიცა დაპირებები, გადავხედოთ რა შესრულდა და რა არა:

  1. დაპირება N1 – მოსახლეობის გაყვანა ხეობიდან და უსაფრთხო საცხოვრებლით უზრუნველყოფა- არ შესრულდა❗
  2. დაპირება N2- ახალი გზის ხიმინჯებზე აწევა – არ შესრულდა❗
  3. დაპირება N3 – შეჩერდებოდა მიმდინარე მშენებლობები – არ შესრულდა❗
  4. დაპირება N4 – აღარ გაიცემოდა მშენებლობის ახალი ნებართვები – არ შესრულდა❗
  5. დაპირება N5 – სრულად მოხდებოდა ზოოპარკის გადატანა უსაფრთხო ტერიტორიაზე (თბილისის ზღვაზე) – არ შესრულდა❗

უფრო მეტიც, დღეს ვერეს ხეობაში სოკოებივით ჩნდებიან ახალ-ახალი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები, რესტორნები, სასტუმროები და სხვა დანიშნულების ნაგებობები. და ეს ყველაფერი 2015 წლის ტრაგედიის შემდეგ! ერთერთი მშენებლობა კი ზედ, მდინარე ვერეს კოლექტორზე, ბეტონის სადინარზე მიმდინარეობს! ნებისმიერ ნეიტრალურ ჰიდროლოგს და გეოლოგს რომ ჰკითხოთ, გეტყვიან რომ მდინარის ჭალა-კალაპოტში მშენებლობა არის სიცოცხლისთვის საშიში!

ვინ აძლევს დეველოპერებს მშენებლობის ნებართვას იქ სადაც სტიქიამ 23 ადამიანი იმსხვერპლა? ვინ და თბილისის მერია! ვინ აგებს პასუხს აქ მოსალოდნელ უბედურებაზე?!

იხილეთ რამდენიმე ფოტო ვერეს ხეობიდან – წერს დავით მესხიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები