LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არიან საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები – ახალი სტატისტიკა

1479724305727537

2019 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 77.1 პროცენტი შეადგინა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რუსეთი (39.2 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (34.5 მლნ. აშშ დოლარი) და რუმინეთი (28.1 მლნ. აშშ დოლარი).

2019 წლის იანვარში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 69.8 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (90.7 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (74.4 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (63.2 მლნ. აშშ დოლარი).

2019 წლის იანვარში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.3 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია: თურქეთი (112.0 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (97.6 მლნ. აშშ დოლარი) და მესამე ადგილზე რუსეთი (88.1 მლნ. აშშ დოლარი)

2019 წლის იანვარში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 42.5 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 17.8 პროცენტს შეადგინს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები, 26.2 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 11.0 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები, 18.2 მლნ. აშშ დოლარით (7.6 პროცენტი).

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2019 წლის იანვარში წარმოდგენილი იყო ნავთობისა და ნავთობპროდუქტების სახით, რომლის იმპორტმა 46.1 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 7.8 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებდა ნავთობის აირები 43.7 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 7.4 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები 33.5 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5.7 პროცენტი).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები