LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ადამიანი, რომლის გარდაცვალების გამოც ნატო გელაშვილმა მუსიკის წერა შეწყვიტა

761
natofelashvilinews345

ლელა წურწუმიასთან გადაცემაში ნატო გელაშვილმა ცხოვრების ყველაზე მძიმე პერიოდის შესაახებ ისაუბრა, რომელიც ძმის, მამუკას გარდაცვალებას ეხება. ნატომ აღნიშნა, რომ 8 წლის შემდეგ, ნელ-ნელა, მხოლოდ ახლა უბრუნდება მუსიკას.

„ეს მიზეზი ალბათ ჩემი ცხოვრების ყველაზე მთავარი ადამიანია, ვინც ყველაზე ძალიან მიყვარდა. არ შეიძლება, ასე ძალიან გიყვარდეს. ეს იყო ჩემი ძმა. მე არ მიყვარს არავისზე არაფრის თავზე მოხვევა. ბევრი ტრაგიკული რამ ხდება ცხოვრებაში, თუმცა ჩემთვის ამ ერთ ადამიანში იყო მოცული ყველაფერი, ყველაზე დიდი ადამიანი დიდი გულით, ყველაზე დიდი გულშემატკივარი, ყველაზე მეტად უყვარდა ნატო. მიუხედავად იმისა, რომ ჰყავდა ოჯახი, მეც მყავდა ოჯახი, მაგრამ მისთვის ჯერ იყო ნატო და მერე სხვა, ჩემთვისაც ასე იყო… მამუკას რომ დასჭირვებოდა, შემეძლო, ორივე შვილი დამეტოვებინა, ვიცოდი, რომ მათ ვინმე მიხედავდა, მაგრამ მე მამუკას ვჭირდებოდი… ეს იყო ზესიყვარული, ზე დედმამიშვილობა, იმის მერე ყოველთვის მეშინია ზესიყვარულის. ამბობენ, რომ თურმე გადამეტებულად სიყვარული არ შეიძლება. ვინც მე მიცნობს, იცის, რომ ზომიერება არ მჩვევია… მეგონა, სამყარო ჩემი იყო… მოხდა ისე, რომ წელიწადის სხვაობით, მამუკას გარდაცვალების შემდეგ, ოჯახიდან წავიდა დედა, მერე მამა… მე, უბრალოდ, ისინი გავაცილე, რადგან მათ მამუკას გარდაცვალების შემდეგ დავემშვიდობე. ვიცოდი, რომ ეს ოჯახი ამის მერე დიდხანს ვერ გასტანდა…  ჩემთვის რაღაცა დაიხურა. მიხაროდა, ალბათ, მისთვის, იმიტომ, რომ ის ყველაზე მეტად ელოდებოდა ჩემგან ახალს… ბოლო ხმაზე აუწევდა და ნონსტოპით უწევდა… მე მრცხვენოდა მეზობლების. გაბედონ და შემოვიდნენო. ხმას ვერავინ ამოიღებდა, რადგან ის იყო მისი… როცა დავწერე „ნუში“, მახსოვს, დისკით პირდაპირ ჩამოფრინდიო. მეც გავფრინდი. პირველი შემფასებელი ერთი და მეორე, სტიმულის მომცემი იყო. მე ცოტა მშიშარა ვიყავი, მაგრამ სულ მეუბნებოდა, მიდი, გელაშვილი, გამოგივა… მას ეგონა, რომ მთების გადადგმა შემეძლო. ფილარმონიაში პირველ კონცერტზე ჰქონდა ბილეთები, რა თქმა უნდა, მეორე და მესამე კონცერტები რომ დაემატა, იგივე ბილეთები მოითხოვა. სამჯერ დაესწრო. პირველ კონცერტზე ვიტირე და ვერაფერი გავიგეო… მეორე კონცერტი აღვიქვიო და მესამეს უკვე მოვუსმინეო. ვერ ძღებოდა თავისი დით, ისევე, როგორც მე… რომ ვხედავდი, ჩემთვის ის სამყარო იყო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები