LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ბიჭი, რომელიც დღეს ამბროლაურში საკუთარ სახლთან გაგუდეს – მკვლელობის ახალი დეტალები

20599
BeFunky-collage (8)

ამბროლაურის მუნიციპალიტეტ სოფელ აგარაში 29 წლის მამაკაცი საკუთარ სახლთან ახლოს გაგუდეს.

შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო და ცხელ კვალზე 2001 წელს დაბადებული ორი პირი დააკავა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 22 აგვისტოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ბრალდებულებს და 1990 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ლ.ა. დაპირისპირების დროს მიღებული დაზიანებებით შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

პოლიციამ ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. ისინი ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები“,-აცხადებენ შსს-ში.

ამბროლაურში 29 წლის კაცი საკუთარ სახლთან ახლოს გაგუდული იპოვეს

როგორც ცნობილია, დანაშაულის ჩამდენი პირები უკვე იდენტიფიცირებულები არიან.

გარდაცვლილი 29 წლის ლასო აბუთიძეა. როგორც ამბროლაურის მერმა, ზვიად მხეიძემ განაცხადა, აბუთიძე ამბროლაურში კოტეჯს ფლობდა. მერის თქმით, მას კონფლიქტი იმერეთიდან ჩამოსულ დაქირავებულ მუშებთან მოუვიდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დღის პირველ ნახევარში აბუთიძეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში გაქირავებული კოტეჯის ბინადრებმა დაურეკეს და დახმარება სთხოვეს. ადგილობრივების მტკიცებით, კოტეჯის მაცხოვრებელ გოგონებს, მეზობელ სახლში მომუშავე ახალგაზრდები პრობლემებს უქმნიდნენ. სავარაუდოდ, ახალგაზრდა მამაკაცი, სწორედ მათთან საქმის გასარკვევად მივიდა.

“ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, რომ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

გარდაცვლილს მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები