LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის ეკონომიკის ახალი მინისტრი

894
14975702_1348429485176679_405647332_o

ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად დაინიშნა. პრემიერ-მინისტრის შესაბამისი ბრძანება მთავრობის ადმინისტრაციის საიტზე გამოქვეყნდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ გადაწყვეტილება პრემიერმა კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

2018 წლის სექტემბრიდან ნათია თურნავა გიორგი ქობულიას მოადგილედ მუშაობდა.

გთავაზობთ მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს მინისტრის შესახებ 

დაბადების ადგილი: ქ. მოსკოვი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1990 წელს; გაიარა ჰარვარდისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროფესიული სასწავლო კურსები. დაეუფლა გაერთიანებული სამეფოს კამბრიის უნივერსიტეტისა და რობერტ კენედის კოლეჯის (ციურიხი) ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას.

2013-2018წწ. “საპარტნიორო ფონდის” აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე; უმსხვილესი ქართული კერძო სამრეწველო ჯგუფის (GIG) მმართველი საბჭოს წევრი; საქართველოს საერთაშორისო ენერგოკორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი.

2005 წლის აგვისტოდან ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე;

2000-2005წწ. ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე;

2005 წელს – უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;

ამავე წყარის მიხხედვით, ნათი თურნავა არის ავტორი წიგნებისა: “ელემენტარული ეკონომიკა” (1998); “ჩრდილოვანი ეკონომიკის ლეგალიზაციის ძირითადი მიმართულებები” (2002); “მსოფლიო ეკონომიკა” (2001). ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1994), ბიზნესადმინისტრირების მაგისტრის კანდიდატი (2014).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები