LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის მამაკაცი, ვინც საკუთარ შვილებს ცეცხლი გაუხსნა – ახალი დეტალები ვარკეთილში მიმდინარე სპეცოპერაციაზე

558
მამა

ვარკეთილში, შუამთის 22 ნომერი ამ დრომდე სამართალდამცველების ალყაშია. პოლიცია დავით ივანოვის აყვანას ცდილობს.

ის საკუთარ სახლშია ჩაკეტილი და მიმდინარეობს მოლაპარაკება.

ვარკეთილში მამაკაცი კორპუსიდან უმისამართოდ ისვრის: ადგილზე მობილიზებულია სპეცრაზმი

მანამდე კი ვარკეთილში სროლა იყო,  რომელსაც ოჯახური კონფლიქტი უძღოდა. როგორც ირკვევა, მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება, რომელსაც  შელაპარაკება მოუვიდა  16 და 23 წლის შვილებთან.
მამაკაცმა შვილების შესაშინებლად ისროლა. 16 წლის ბიჭმა და 23 წლის გოგომ სახლიდან გამოსვლა შეძლეს. ადგილზე მობილიზებულია ჯავშანტექნიკა.

ასევე, ცნობილია, რომ მამაკაცის მიმართ შემაკავებელი ორდერია გამოწერილი. მას შეზღუდვები ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე დაუწესდა.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე, რომელიც აცხადებს, რომ ივანოვის შვილები უსაფრთხო ადგილას არიან გადაყვანილი.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები