LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის შარლ მიშელი, რომელიც ქართველი პოლიტიკოსების შესარიგებლად ჩამოვიდა

371
2

საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი, დღეს, 2 მართს სრულდება.

შარლ მიშელმა საკმაოდ დიდი პასუხისმგებლობა იტვირთა, როდესაც საქართველოში მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შესარიგებლად ჩამოვიდა.

შარლ მიშელი ბოლო რამდენიმე დღეა, ქართული მედიის ყურადღების ცენტრშია.

ჟურნალისტი ქეთი ქარდავა „იმედის“ ბრიუსელის კორესპონდენტი შარლ მიშელის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

ქეთი ქარდავას პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

„შარლ მიშელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი 2019 წელს გახდა.

მიშელმა ამ პოზიციაზე დონალდ ტუსკი შეცვალა. მიშელი ყოფილი ევროკომისრის შვილია.

ბრიუსელში იურიდიული ფაკულტეტზე სწავლის შემდეგ განათლების მიღება ამსტერდამში გააგრძელა.

„ნიდერლანდებში ბელგიელი წავედი და ევროპელად დავბრუნდი”-ეს მიშელის სიტყვებია.

შარლი ჯერ ფედერალური პარლამენტის წევრი გახდა. 2000 წელს ვალონიის შსს მინისტრის სავარძელი დაიკავა.

2006-2014 წლებში ქალაქ ვავრეს, ბრიუსელთან ახლოს მდებარე პატარა ქალაქის მერი გახლდათ.

პარტია MR Reformist Movement -ის სპიკერი იყო და 2011-2014 წლებში პარტიის თავმჯდომარეობაც ჩააბარეს. გაპრეზიდენტებამდე ბელგიის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერი იყო.

 

 

მიშელი ბელგიის მთავრობის მეთაური 2014 წელს 38 წლის ასაკში გახდა.

მის პრემიერობას დაემთხვა ტერორისტული აქტი აეროპორტსა და მეტროში, რომელსაც 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

“22 მარტს მივხვდი, თუ რას ნიშნავს ემსახურო შენს ქვეყანას. მთავარი საზრუნავი და მიზანი ადამიანების დაცვა და მათი ღირსეული სიცოცხლის უზრუნველყოფაა,”- განაცხადა პრემიერმა მიშელმა 2016 წელს ბელგიისთვის უმძიმეს დღეებში. მიშელის ევროპული საბჭოს პრეზიდენტობის დროს ჯანდაცვის უპრეცენდენტო კრიზისი დაიწყო.

ბელგიაში პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსის 771 511 შემთხვევაა აღრიცხული 1 წელიწადში 22 077 ადამიანი გარდაცვალა.

პრემიერობის შემდეგ შარლ მიშელის საზრუნავი მხოლოდ ბელგია არ არის. მიშელის პრეზიდენტობას დაემთხვა ბრექსიტიც და დღეს 27 წევრი ქვეყნის პულსზე აქვს ხელი დადებული.

„ჩემთვის პოლიტიკა არის ყოველთვის ხალხი და ყველაფერი ხალხის შესახებ. მერობამ ხალხთან ახლოს ყოფნის აუცილებლობა მასწავლა” – განაცხადა მიშელმა და ამ გამოცდილებით შეუდგა ჯერ პრემიერობას და შემდეგ ევროკავშირში პირველი პირი გახდა.

ახალი პრეზიდენტის არჩევას წევრ ქვეყნებში დისკუსიები და კონსულტაციები უძღოდა. არჩევანი მიშელზე გაკეთდა. ძალიან კარგად მახსოვს ევროპულ საბჭოში პრესკონფერენციაზე გააკეთებული შეფასებები. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გახდეს ის პოლიტიკოსი, ვისაც ყველაზე მეტად ექნება გააზრებული , რას ნიშნავს კომპრომისი და როგორ უნდა მივიდნენ კომპრომისამდე დიდი ევროპული ოჯახის წევრები. ევროპა საერთო ღირებულებებს და პრინციპებს ეფუძნება, მაგრამ ჭრელია და ფერადი. არჩევანი მიშელზე შეჩერდა. “ უპირველესია მშვიდობა, ერთიანობა, გაერთიანება, ერთად მშვიდობიანად ცხოვრება, ერთმანეთის მოსმენა , პატივისცემის გამოხატვა, ერთმანეთის უფლებების და თავისუფლების დაცვა”,- განაცხადა პრეზიდენტმა მიშელმა.

მიშელს ჰყავს 2 შვილი. 40 წლის ასაკში მამა მეორედ გახდა, როდესაც ჯენი შეეძინა და დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე წასვლა გააუქმა.

“მგონი ოთხნი ვართ”,- 2016 წელს ობამამ ბელგიელ წყვილთან შეხვედრაზე კამერების წინ ღიმილით თქვა და ბელგიაში ასე გაიგეს პრემიერის ოჯახის სიხარული.

პრეზიდენტი ოფიციალურ ქორწინებაში არ არის. მიშელი 12 წელია ამელისთან ერთად ცხოვრობს. 2020 წლის აგვისტოში მიშელს და ამელის ქორწილი საფრანგეთში ჰქონდათ დაგეგმილი და პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო ისევ გადადეს.

საფრანგეთიდან დაბრუნების შემდეგ მიშელს კარანტინი უნდა გაევლო და აბა, სად იყო ამის ფუფუნება. მიშელის ქორწილი წინ გვაქვს❤❤❤ კომპრომისების ხელოვნების მცოდნე შარლ მიშელი ახლა საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაში წვლილის შეტანას ცდილობს.

ჯერ ერთ მაგიდასთან პოლიტიკური პარტიების შეკრებას და კონსენსუსის მიღწევას, რასაც კომპრომისები სჭირდება. მიშელმა კომპრომისის ხელოვნება ყველაზე კარგად იცის და ამიტომ გახდა ის პრეზიდენტი. ბატონო პრეზიდენტო, წარმატებები საქართველოში და უკრაინაში. გელოდებით ბრიუსელში.

პ.ს. მიშელი იმ ქვეყნის მოქალაქეა, რომელმაც საკუთარი რეკორდი მოხსნა და 600 დღე მთავრობის გარეშე იყო ?“, – წერს ქეთი ქარდავა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები