მარკ კლატენბურგი წლის საუკეთესო მსაჯი გახდა.
ვინ და როგორ არჩევდა – უცნობია.

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) 2016 წლის საუკეთესო არბიტრის გამოკითხვის შედეგები შეჯამა.

საუკეთესო მსაჯად მარკ კლატენბურგი მიიჩნიეს, რომელმაც ინგლისის თასის, ჩემპიონთა ლიგისა და ევრო 2016-ის ფინალურ მატჩებში იმუშავა.

მარკ კლატენბურგი (ინგლისი) – 141 ქულა
ნიკოლა რიცოლი (იტალია) – 65
ვიკტორ კოშაი (უნგრეთი) – 55
იუნას ერიქსონი (შვედეტი) – 44
ჯიუნეთ ჩაქირი (თურქეთი) და ბიორნ კუიპერსი (ნიდერლანდები) – 28.

გამოკითხავში მონაწილეობდნენ 56 ქვეყნის ჟურნალისტები და ექსპერტები. გამოკითხვის სისტემა და ჟიურის წევრები არ ხმაურდება.

საუკეთესო არბიტრი ისტორიაში 30-ედ დაასახელეს.

კლატენბურგი 41 წლისაა. ის მეორე ინგლისელი მსაჯია, რომელმაც ეს ჯილდო მოიგო. პირველი ჰოვარდ უები იყო 2010 და 2013 წლებში.

მსგავსი თემები