LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ დაასხა პარლამენტში სითხე? – სოციალურ ქსელში ვიდეო გავრცელდა

2751
ryrr

“ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია პარლამენტში გაურკვეველ სითხეს ასხამენ” – ამ სათაურით სოციალურ ქსელში პარლამენტში გადაღებული კადრები ვრცელდება.

“ექსკლუზიური კადრები – როგორ ასხამს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია გაურკვეველ სითხეს პარლამენტში, რომელსაც პლედის ქვეშ მალავდნენ. ამ ყველაფერს იმდენად უნიათოდ აკეთებენ ძალიან მარტივად აშკარავდებიან”, – წერია ერთ-ერთ ფეისბუქ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის სხდომათა დარბაზში, პლენარული სხდომის დროს ხსნარი გამოიყენეს, რომელმაც არასასიამოვნო სუნი გამოიწვია. უმრავლესობის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ გამოყენებული სითხე ჯანმრთელობისთვის საშიშია. ისინი ფიქრობენ, რომ ოპოზიციის წევრებმა ნივთიერება განზრახ დაასხეს. “ევროპული საქართველოს” წევრების, ლელა ქებურიასა და ირმა ნადირაშვილის მისამართით ბრალდებები არაერთმა დეპუტატმა გააჟღერა. ნადირაშვილმა ბრალდებას უპასუხისმგებლო უწოდა, ქებურიამ კი აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტების შეკითხვას არ უპასუხა.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. შსს-მ საქმეს 117-ე მუხლით იძიებს, რაც განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები