LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ გაავრცელა პირველად გარდაცვლილი ოპერატორის პერსონალური მონაცემები და როგორ დაიწყო ლექსო ლაშქარავას დისკრედიტაცია – “მითების დეტექტორის” ანგარიში

192
1

“საინფორმაციო სააგენტოს” სახელით და ძალადობრივი ჯგუფების მუშტით TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის წინააღმდეგ” – ამ სახელწოდებით ვრცელ მასალას “მითების დეტექტორი” ავრცელებს და “ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. 

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, “მითების დეტექტორის” მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ “ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ საზოგადოებრივი აზრის მომწიფება სხვადასხვა პლატფორმებით დაიწყო და სხვადასხვა გზავნილი ვრცელდებოდა.

მათ შორის ის, რომ:

?  ლექსო ლაშქარავა ნარკომანია და წარსულში მრავალ დანაშაულთან არის აფილირებული;

?  ოპერატორის გარდაცვალება “ნაციონალური მოძრაობისთვის”, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ჟურნალისტებისთვის არის ხელსაყერლი;

?  ლაშქარავას გარდაცვალება ნაციონალური მოძრაობის დაკვეთაა;

?  მიმდინარეობს ლაშქარავას ფლოიდიზაცია.

გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ შსს-ს პირველ ბრიფინგამდე რამდენიმე საათით ადრე, ლექსო ლაშქარავს გარდაცვალება ნარკოტიკულ საშუალებებს სხვადასხვა აქტორებმა დაუკავშირეს:

“5 ივლისს “სირცხვილიას” ოფისში ჟურნალისტებზე ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად, რაც თბილისი პრაიდის ჩატარებას უკავშირდებოდა, “ტვ პირველის” ოპერატორმა ალექსანდრე ლაშქარავამ მძიმე დაზიანებები მიიღო, 6 დღის შემდეგ კი ლაშქარავა საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

11 ივლისის 17:15 წუთზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გამართა, სადაც ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზად ნარკოტიკებზე მიანიშნეს (“სავარაუდო მიზეზად ზედოზირებაც განიხლება”), ხოლო მოგვიანებით, 22:05 წუთზე გამართულ კიდევ ერთ ბრიფინგზე, გარდცვლილის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნაზე მინიშნების გარეშე ისაუბრეს.

შსს-ს პირველ ბრიფინგამდე რამდენიმე საათით ადრე ლექსო ლაშქარავს გარდაცვალება ნარკოტიკულ საშუალებებს სხვადასხვა აქტორებმა დაუკავშირეს: სახელისუფლებო მედიამ (“მარშალპრესი”), ფეისბუკ ანგარიშებმა, რომლებიც პოზიციონირებენ, როგორც საინფორმაციო პლატფორმები, მათგან ერთ-ერთი კი უშუალოდ 11 ივლისს, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღეს არის შექმნილი (საინფორმაციო სააგენტო, საინფორმაციო ბლოგი – Informative Blog), ხელისუფლების ინდივიდუალური მხარდამჭერები და ძალადობრივი ჯგუფების მხარდამჭერი ფეისბუკ გვერდები და ანგარიშები (!!მნიშვნელოვანი!!, ქეთი ვადაჭკორია).” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“მითების დეტექტორის” ანგარიშში აღნიშნულია, რომ:

➤  შსს-ს ბრიფინგამდე ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები, კერძოდ, ლევან ვასაძის პარტიასთან დაკავშირებული ტვ “ალტ-ინფოს” წამყვანები, რომლებიც ამავდროულად თავად მონაწილეობდნენ 5 ივლისს კონტრაქციის ორგანიზებაში, სპეც-ეთერში ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე კონსპირაციულ თეორიებს აჟღერებდნენ და მის გარდაცვალებაში შესაძლო დამნაშავეებად ლიბერალებს და დასავლეთს ასახელებდნენ;

➤ სოციალურ ქსელში გავრცელდა ლექსო ლაშქარავას პერსონალური ინფორმაციაც:

“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადების მიხედვით, სოციალურ ქსელში პერსონალურ ინფორმაციას ის პირები ავრცელებდნენ, რომლებსაც დიდი ალბათობით ხელი არ უნდა მიუწვდებოდეთ სისხლის სამართლის საქმის, ადმინისტრაციული საქმის წარმოების მასალებზე და სამართალდამცავი ორგანოების მფლობელობაში არსებულ იმ საინფორმაციო ბაზებზე, რომლებშიც აღნიშნული მონაცემები შესაძლოა ინახებოდეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა დაიწყო შემოწმება, თუ რა გზით გახდა ცნობილი ეს მონაცემები სხვადასხვა პირებისთვის.” – წერს “მითების დეტექტორი”.

“მითების დეტექტორის” მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ საზოგადოებრივი აზრის მომწიფება სხვადასხვა პლატფორმებით დაიწყო, რა დროსაც სხვადასხვა გზავნილი ვრცელდებოდა.

❌ “მითების დეტექტორი” ვრცლად მიმოიხილავს მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის შინაარსს და ასევე წერს, თუ ვინ გაავრცელა ლექსო ლაშქარავას შესახებ პერსონალური ინფორმაცია.

მონიტორინგის შედეგებში აღნიშნულია, რომ შსს-მდე, ოპერატორის ზედოზირებით გარდაცვალებაზე “მარშალპრესი” წერდა:

“შსს-ს ბრიფინგამდე რამდენიმე საათით ადრე “ერთიანობის დარბაზის” წევრმა იოსებ ხიმშიაშვილმა გაავრცელა პოსტი, სადაც ის ოპერატორის ძველ ნასამართლობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ გარდაცვლილი ოპერატორი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო, ხოლო მის გარდაცვალებას “ლგბტქ” პროპაგანდის მოყვარული მედია, ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები თავის სასიკეთოდ გამოყენებას ცდილობენ. ხიმშიაშვილის პოსტი სახელისუფლებო ონლაინ მედიამ “მარშალპრესმა” უცვლელი სახით შინაგან სამინისტროს პირველ ბრიფინგამდე გამოაქვეყნა. საკუთარ ფეისბუქ გვერდზე “მარშალპრესმა” აღნიშნული მასალა 11 ივლისის 15:58-ზე გამოაქვეყნა.” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც “მითების დეტექტორის” ანგარიშში ვკითხულობთ, პოსტს იმის შესახებ, რომ ლაშქარავა სხვადასხვა დროს მხილებული იყო დანაშაულებების ჩადენაში და იგი შესაძლოა ზედოზირების შედეგად ყოფილიყო გარდაცვლილი, შსს-ის ბრიფინგამდე სოციალურ ქსელში “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ნინო ქინქლაძე-ჭიღიტაშვილიც ავრცელებდა.

“ქართული ოცნების” მხარდამჭერმა ნინო ქინქლაძე-ჭიღიტაშვილმა მოგვიანებით ლექსო ლაშქარავას შესახებ პერსონალური ინფორმაციაც გამოაქვეყნა.

მსგავსი შინაარსის პოსტები სხვადასხვა ჯგუფში გაზიარდა, მათ შორის იყო “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ეთერ ბოლქვაძე-ჯორთმენაძე.” – წერს “მითების დეტექტორი”.

უფრო ვრცლად მონიტორინგის შედეგებს იხილავთ თავად ვებ-გვერდზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები