LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ გაიყვანეს სათითაოდ დარბაზიდან და ვინ შემოვიდა სათითაოდ მთელმა საზოგადოებამ დაინახა: თალაკვაძე მელიას განცხადებაზე

98
არჩილ თალაკვაძე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „პარლამენტში შევიდა იმისთვის, რომ თითოეული მმართველი გუნდის წარმომადგენელი საპარლამენტო დარბაზიდან გაიყვანოს“, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე ეხმიანება.

მისი განცხადებით, „ნიკა მელიამ პირდაპირ თქვა, რომ მათი პარლამენტიდან გაყვანა, ნაციონალური მოძრაობის მთავარი ამოცანაა, რისი დასტურიც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებია, როდესაც პარლამენტზე ძალადობრივი შეტევა, პარლამენტის საბოტაჟისთვის და არადემოკრატიული გზით ცვლილებების მიღწევისთვის სჭირდებოდათ“.

თალაკვაძის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ამომრჩევლები მოატყუა და ამის ფასს შემდეგ არჩევნებში აუცილებლად გადაიხდიან.

„აშკარაა, რომ დღეს ნიკანორ მელიამ ამ დარბაზში პირდაპირ განაცხადა თუ რა იყო ამ თვეების განმავლობაში და ივნისის მოვლენების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ამოცანა და მიზანი. პირდაპირ თქვა ციტატა, რომ ჩვენი პარლამენტიდან გაყვანა იყო მათი მთავარი ამოცანა. სწორედ ამიტომ ვამბობდით, რომ აქ მოწყობილი დესტაბილიზაცია, ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე იყო იმისთვის მოწოდებული, რომ მოეხდინათ პარლამენტის საბოტაჟი და არადემოკრატიული გზით მიეღწიათ იმ ცვლილებებისთვის, რაც ასე ძალიან უნდათ წლების განმავლობაში. ეს არის მტკიცებულება, რომ 20-21 ივნისს მართლა ჰქონდა ადგილი პარლამენტზე შეტევას და ამის მიზანი იყო არა დამოუკიდებლობის დაცვა არამედ ის, რომ არჩევნებში დამარცხებულ პოლიტიკურ პარტიას როგორმე ძალადობით მიეღწია თავისი მიზნისთვის და როგორმე გავეყვანეთ აქედან. ვინ გაიყვანეს სათითაოდ და ვინ შემოვიდა სათითაოდ დარბაზში მთელმა საზოგადოებამ დაინახა ეს ამბავი.

ზუსტად 800 წლით ჩამორჩებით ევროპულ დროს, რადგან 800 წლის წინ ევროპაში პოლიტიკოსებმა და ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ როდესაც პარტია არჩევნებში მხარდაჭერას მიიღებს ის ვალდებულად თვლის თავს შევიდეს პარლამენტში და არ მოსვლიათ ამ ასწლეულების მანძილზე აზრად, რომ პარლამენტში იყოს არჩეული და ყოველგვარი მიზეზის გარეშე განაცხადონ, რომ არ უნდათ მონაწილეობა იმაში რისთვისაც აირჩიეს. თქვენ მოატყუეთ თქვენი ამომრჩევლები და ამის ფასს შემდეგ არჩევნებში აუცილებლად გადაიხდით. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, ვინც მოიქცა პასუხისმგებლიანად, თავი დააღწია პოლიტიკურ შანტაჟს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ახორციელებდა და ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში იყო“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები