მომღერალი მაია დარსმელიძე სოფელ აღაიანში მომხდარ საზარელ ამბავს ეხმაურება, რომლის თანახმადაც,  16 წლის გოგონამ 7 თვის ჩვილი გაგუდა და სახლიდან გაიქცა.

გოგონას განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი ოფიციალურად წარედგინა და შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით დანაშაულსაც აღიარებს. ადვოკატი კი ამბობს, რომ არასრულწლოვანი დუმილის უფლებას იყენებს.

„მთავარია, რომ ოჯახის სიწმინდის დღესასწაული გვაქვს. და მერე რა თუ არასრულწლოვანია გოგო, რომელიც მშობლებმა “პატრონს” ჩააბარეს და კიდევ ერთი “ჭეშმარიტი ოჯახი” შეაქმნევინეს. არასრულწლოვანს!!!! @@@@@

ვინ იცის, რა მდგომარეობაში იყო ეს გოგო? არ ვამართლებ, საშინელება ჩაიდინა, მაგრამ რა არის ამ საშინელი ტრაგედიის წინაპირობა??? აქვე ჩავაგდებ ლინკს პოსტსამშობიარო დეპრესიაზე და გადაიკითხეთ ყურადღებით, ქვისმსროლელებო…“ – წერს დარსმელიძე

მსგავსი თემები