LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ იყო 35 წლის პოლიტიკოსი ქალი, რომელიც სირიაში წამებით მოკლეს (ვიდეო)

18758
BeFunky-collage

ქურთი პოლიტიკოსი, 35 წლის ჰევრინ ხალაფი, სირიაში წამებით მოკლეს. ის სირიის მომვლის პარტიის გენერალური მდივანი იყო. ქალაქ რაქას ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოსგან” დახსნის შემდეგ, თავის პარტიასთან ერთად ჩრდილოეთ სირიაში ვითარების მოწესრიგებაში მონაწილეობდა.

რამდენიმე დღის წინ თურქეთმა და მისმა მოკავშირე ძალებმა, სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში სახმელეთო შეტევა დაიწყეს. შაბათს ქალაქ ტალ აბაიადში თურქეთის მიერ მხარდაჭერილმა ძალებმა ფევრინ ხალაფის მანქანა გააჩერეს. სამხედრო ძალებმა პოლიტიკოსი და მისი მძღოლი მანქანიდან გადმოიყვანეს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სასიკვდილოდ დაჭრეს. ამავე დღეს ახალგაზრდა პოლიტიკოსის გარდა კიდევ 9 ადამიანი მოკლეს. მთლიანობაში, უფლებადამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, მსხვერპლის როდენობამ 38-ს მიაღწია.

 

 

”სი­რი­ის მო­მავ­ლის პარ­ტია დიდი მწუ­ხა­რე­ბით გლო­ვობს ჰევრინ ხალაფს – სირიის მომავლის პარტიის გენერალურ მდივანს. ის თავის პატრიოტულ და პოლიტიკურ მოვალეობას ასრულებდა” – ნათ­ქვა­მია პარ­ტი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ახალგაზრდა პოლიტიკოსი განათლებით ინჟინერ-მშენებელი იყო.

 

“ეს არის ცხადი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა შე­უ­ია­რა­ღე­ბე­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ კრი­მი­ნა­ლურ პოლიტი­კას აგ­რძე­ლებს”, – გა­ნა­ცხა­დეს სი­რი­ის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები