LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ რა (არ) თქვა ჩვენს სამეზობლოში პუტინის მიერ შეცვლილ რეალობაზე

345
Untitled design - 2022-02-23T113927.296

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა მსოფლიოს დღის წესრიგი შეცვალა და ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა დაგმეს პუტინის გადაწყვეტილება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მსოფლიომ არ უნდა დაუშვას, რაც 2008 წელს საქართველოში მოხდა. 

საინტერესოა, რა განცხადებები გაკეთდა ჩვენს სამეზობლოში შეცვლილი რეალობის შემდეგ.

რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამოცხადების მეორე დღეს, 22 თებერვალს  მოსკოვში ჩავიდა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი. 

ორ პრეზიდენტს შორის გამართული მოლაპარაკების შემდეგ მხარეებმა ხელი მოაწერეს „სამოკავშირეო ურთიერთქმედების“ შესახებ დეკლარაციას. პუტინმა მანამდე განაცხადა, რომ ამ დოკუმენტზე ხელის მოწერა იქნება ორმხრივი ურთიერთობის ახალი ეტაპი.

კრემლის ინფორმაციით, შეხვედრისას ვლადიმირ პუტინმა აღნიშნა, რომ კრემლი რუსეთის იმპერიის საზღვრების აღდგენას არ აპირებს.

„ახლავე მინდა ვთქვა: სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ რუსეთი იმპერიულ საზღვრებში აპირებს იმპერიის აღდგენას, აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთმა ყველა ახალი გეოპოლიტიკური რეალობა აღიარა და მოგეხსენებათ, აქტიურად მუშაობს ჩვენი ურთიერთქმედების გასაძლიერებლად პოსტსაბჭოთა სივრცეში გაჩენილ ყველა ქვეყანასთან, დამოუკიდებელ სახელმწიფოსთან. უმწვავეს სიტუაციებშიც კი, როგორიცაა მთიანი ყარაბაღის საკითხის მოგვარება,

ჩვენ ყოველთვის ძალიან ფრთხილად ვმოქმედებდით, ამ პროცესში ჩართული ყველა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და ყოველთვის ვცდილობდით, ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილებები მიგვეღო“, – აღნიშნა პუტინმა.

 

 

დოკუმენტის ხელის მოწერის ცერემონიის დროს გამოსვლისას, ალიევი შეეხო მთიანი ყარაბაღის თემას და გამოაცხადა, რომ სომხურმა ძალებმა უნდა დატოვონ მთიანი ყარაბაღის ტერიტორია: „იმედი გვაქვს, რომ სომხური მხარე მთლიანად შეასრულებს 2020 წლის 10 ნოემბრის დეკლარაციის ყველა პუნქტს, რომელიც ეხება ყარაბაღის ტერიტორიიდან სომხური ძალების მთლიანად გაყვანას, ასევე აზერბაიჯანის ძირითად ნაწილსა და ნახჭევანს შორის კავშირის დამყარებას,“ – თქვა ალიევმა მოსკოვში.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კი განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარება „მიუღებელია“. 

„მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება მიუღებლად არის მიღებული. ჩვენ მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეებს იმოქმედონ საღი აზრით და დაიცვან საერთაშორისო სამართალი”, – განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანი სიტუაციის გამწვავებამდე აცხადებდა, რომ რეგიონი კიდევ ერთ ომს ვერ გადაიტანდა და მოლაპარაკებების პროცესში აქტიურად იყო ჩართული.

მან მხარეებს თურქეთი შეხვედრა და მოლაპარაკება შესთავაზა.

ერდოღანი იმედოვნებს, რომ თურქეთში ზელენკი-პუტინის შეხვედრა შედგება

„პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი მხარს უჭერს იდეას სამმხრივი შეხვედრის გამართვის თაობაზე.“ - ერდოღანი

მხარეები თითქოს შეხვედრის მზაობას გამოთქვამდნენ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, პუტინმა სხვა სცენარი აირჩია.

რაც შეეხება, ჩვენს კიდევ ერთ მეზობელ ქვეყანას სომხეთს, ორდღიანი დუმილის შემდეგ, დღეს გავრცელდა საგარეო უწყების პრესმდივნის განცხადება.

სომხეთი უკრაინის ოკუპირებული რეგიონების, დონეცკისა და ლუგანსკის „რესპუბლიკების“ ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებას არ გეგმავს. ამის შესახებ სააგენტო Armenpress-ს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ვაჰან ჰუნანიანმა განუცხადა.

„ჩვენი სურვილია, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული პრობლემები დიპლომატიური დიალოგისა და საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპებზე დაფუძნებული მოლაპარაკებების გზით მოგვარდეს.

იმედი გვაქვს, რომ გადაიდგმება აუცილებელი ნაბიჯები დაძაბულობის შესამცირებლად და სიტუაციის მშვიდობიანი გზით მოსაგვარებლად. დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარება ჩვენს დღის წესრიგში არ დგას“, – აცხადებს სომხეთის საგარეო უწყების პრესმდივანი.

ლენინი უკრაინის ავტორი და არქიტექტორია – ლენინის დირექტივების თანახმად, დონბასი უკრაინის შემადგენლობაში ჩატენეს: ვლადიმერ პუტინი

პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს დაავალა, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებში მშვიდობის შენარჩუნება უზრუნველყონ

როგორ შეიძლება გაგრძელდეს უკრაინის კრიზისი და რა გავლენას მოახდენს რუსეთის შესაძლო ომი საქართველოზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები